თოშა ქებურია და ქეთი ჟღენტი ბავშვს ელოდებიან

თოშა ქებურია და ქეთი ჟღენტი ბავშვს ელოდებიან. წყვილმა სასიხარულო ამბავი გრანდიოზულად აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ თორნიკე და ქეთი 15 ოქტომბერს დაქორწინდნენ. ქორწილი თოშას სასტუმროში, კაჭრეთის ამბასადორში შედგა.


თოშა მილიონერი ბიზნესმენის ბუბა ქებურიას ვაჟია. მან პირველად ყურადღება მისი სპორტისადმი, კერძოდ კი რბოლის სიყვარულით მიიქცია. ქებურიას არაერთ მოტორბოლაში მიუღია მონაწილეობა. ცნობილია ასევე, მისი მოტოციკლეტებისა და ავტომობილების გატაცებითაც. ამის შემდეგ, თორნიკესადმი ინტერესი მისი პირადი ცხოვრების გამო გამძაფრდა. სიმპათიური ბიჭი ქრისტინე იმედაძეს რამდენიმე წელი ხვდებოდა. წყვილი ურთიერთობას არ ასაჯაროვებდა, თუმცა დამალვა ვეღარ შეძლეს. მომღერალთან დაშორების შემდეგ, სასურველი სასიძო ქეთი ჟღენტზე მალევე დაინიშნა. თოშამ ქეთის ხელი საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე თხოვა.

კომენტარი