სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინული მედია: "ირაკლი მაქაცარია ცოლს ირთავს" - ნახეთ რა კომენტარი გააკეთა ამაზე "პრაიმშოუს" წამყვანმა "დრონი.ჯი"-სთან

უკრაინული მედიის ცნობით, სასურველი სასიძო, ირაკლი მაქაცარია ცოლს ირთავს. ინფორმაციას "ნატალია გარიპოვას შოუ" ავრცელებს. პროდუსერი და "პრაიმშოუს" წამყვანი ტელეკომპანია СТБ-მა იუმორისტულ გადაცემაში დაპატიჟა. შოუ ეთერში შაბათს გადის, თუმცა მანამდე უკრაინული ინტერნეტ მედია წერს, რომ "ხალასტიაკის" მეექვსე სეზონის მთავარმა გმირმა გადაცემაში საიდუმლო გაამჟღავნა და მალე ქორწინდება.
ინფორმაციის გადასამოწმებლად "დრონი.ჯი" ირაკლი მაქაცარიას დაუკავშირდა. ტელეწამყვანმა ჩვენთან საუბარში ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ხუმრობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100