სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანჯელინა ჯოლი ცხოვრების სიცარიელეზე ალაპარაკდა - რა გაუმხილა საზოგადოებას მსახიობმა?

ჰოლივუდის დღესასწაულის „ოსკარის“ ცერემონიამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. ერთ-ერთ ნომინაციაში „საუკეთესო ანიმაციური სურათი“ ანჯელინა ჯოლის პროექტი „მარჩენალიცაა“ წარდგენილი. მსახიობი აღნიშნული ანიმაციის პროდიუსერია. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში მან ისაუბრა ახალ პროექტებზე და იმაზე, თუ რა ავსებს მისი ცხოვრების სიცარიელეს.

„თუ თქვენ გაქვთ საკუთარი საქმე და ჰობი, მაშინ ყოველ დღე იზრდებით და პიროვნებებად ყალიბდებით. ის ენერგია, რაც საინტერესო საქმიანობაში გეხარჯებათ, უკანვე გიბრუნდებათ და თავს შევსებულად გრძნობთ. საკუთარ თავს დაბალანსებულ ადამიანად მივიჩნევ და ყველას ვურჩევ, იპოვონ ის საქმე, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებს. თუ ვინმე სასარგებლო საქმიანობას არ ეწევა და სხვას თავისი ქმედებებით არაფერს არგებს, მისი ცხოვრება უბრალოდ სიცარიელეა, ამაში კი ბედნიერებას ვერავინ იპოვნის“ - აცხადებს მსახიობი.

ჯოლიმ ასევე ისაუბრა საკუთარი საქველმოქმედო მისიების შესახებ, რომლებსაც აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებში ეწევა. ენჯის თქმით, ის ბედნიერია ერთის მხრივ სიკეთის კეთებით და მეორეს მხრივ, ამ ყველაფერს თავისი შვილები უყურებენ და ისინიც სწავლობენ სხვების დახმარებასა და თანადგომას. მას ბავშვები თან დაჰყავს აფრიკის ქვეყნებში და ისინი ერთად ეხმარებიან გაჭირვებულ მოსახლეობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100