სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი რა აჩუქა თოშა ქებურიამ მოდელ ცოლს საახალწლოდ

თოშა ქებურიამ და ქეთი ჟღენტმა ახლობლებთან ერთად საიდუმლო სანტა ითამაშეს. თოშას მისივე კარიკატურული ნახატი აჩუქეს, ქეთი ჟღენტს კი მეუღლემ ლამაზი სამაჯური უსახსოვრა.
თორნიკე, იგივე თოშა, ქართველი ბიზნესმენის ბუბა ქებურიას ვაჟია. მან პირველად ყურადღება მისი სპორტისადმი, კერძოდ კი რბოლის სიყვარულით მიიქცია. ქებურიას არაერთ მოტორბოლაში მიუღია მონაწილეობა. ცნობილია ასევე, მისი მოტოციკლეტებისა და ავტომობილების გატაცებითაც. ამის შემდეგ, თორნიკესადმი ინტერესი მისი პირადი ცხოვრების გამო გამძაფრდა. სიმპათიური ბიჭი ქრისტინე იმედაძეს რამდენიმე წელი ხვდებოდა. წყვილი ურთიერთობას არ ასაჯაროვებდა, თუმცა დამალვა ვეღარ შეძლეს.

მომღერალთან დაშორების შემდეგ, სასურველი სასიძო ქეთი ჟღენტზე მალევე დაინიშნა. თოშამ ქეთის ხელი საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე თხოვა. ოქტომბერში კი წყვილმა იქორწინა. ქორწილი თორნიკეს სასტუმროში, კაჭრეთის ამბასადორში შედგა. წყვილისთვის საღამოზე სპეციალურად ჩამოყვანილი იყო რუსი მომღერალი იოლკა, ასევე იმღერეს აჩი ფურცელაძემ, ჯგუფმა "მგზავრებმა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100