სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დასთინ ჰოფმანი ერთდროულად რამდენიმე ქალმა სექსუალურ ძალადაობაში დაადანაშაულა

ჰოლივუდის მსახიობი დასტინ ჰოფმანი ერთდორულად რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა - ამის შესახებ გამოცემა Variety იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰოფმანის მხრიდან სექსუალური ძალადობის უმეტესი შემთხვევა 1980-ან წლებში მოხდა, მსხვერპლთაგან ერთმა ანონიმურობა მოითხოვა, ხოლო ორმა ყველაფერი დეტალებში უამბო შესაბამის ორგანოებს. ერთ-ერთმა აღნიშნა, რომ მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა იმ დროს მოხდა, როდესაც ერთ-ერთი ფილმის ხმას წერდნენ. მეორემ ჩვენებაში თქვა, რომ მსახიობი შიშველი დადგა მის წინაშე და თავისი მსხვერპლი აიძულა ფეხის მასაჟები გაეკეთებინა, შემდეგ კი მოფერებოდა ჰოფმანს. მსხვერპლი მაშინ 16 წლის იყო.

დასტინის ადვოკატმა მარკ ნოიბაუერმა აღნიშნულ ბრალდებებს ტყუილი უწოდა. რაც შეეხება მსახიობის მიერ სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა რაოდენობას, ისინი ექვსნი არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100