ცირა კობიაშვილმა გარდაცვლილი შეყვარებულისა და მოკლული 16 წლის ბიჭის ხსოვნისთვის ნახეთ რა გააკეთა

ცირა კობიაშვილმა გარდაცვლილი შეყვარებულისა და მოკლული 16 წლის ბიჭის ხსოვნისთვის ცაში მტრედი ააფრინა. "სუხოს, კვარას, ლევან დადუნაშვილს და ყველა აქ მყოფ გარდაცვლილთა სულებს", - წერს მომღერალი და მტრედით ხელში ფოტოებს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ცირა კობიაშვილს შეყვარებული ჰყავს გარდაცვლილი. გოგა კვარაცხელია იგივე კვარა 2015 წელს ბუდაპეშტის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ბიჭი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილს, თბილისში 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს, ერთ-ერთი კი ლევანი იყო. შემთხვევა 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოხდა. შელაპარაკება ბავშვებს შორის 51-ე საჯარო სკოლასთან დაიწყო და ხორავას #4-ში გადაინაცვლა. ბავშვები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დადუნაშვილი გზაში გარდაიცვალა, მეორე კი, ერთი დღის შემდეგ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

კომენტარი