სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყველას აინტერესებს როგორი ურთიერთობა გვაქვს", - ქეთა და გუფი პირველად მათი ურთიერთობის შესახებ ალაპარაკდნენ

"სანამ აიზა (გუფის ყოფილი ცოლი) რეპერის წინააღმდეგ ცნობებს ავრცელებს, გუფი და ქეთა საერთო ლაივით ეკონტაქტებიან ფანებს", - ამ სათაურით რუსული პრესა ქეთა თოფურიასა და რეპერ გუფის ურთიერთობას სტატიას უძღვნის. "ა სტუდიოს" სოლისტმა რეპერთან ერთად ინსტაგრამზე საერთოდ live ვიდეო გააკეთა და თაყვანისმცემლების კითხვებს უპასუხა. თოფურია ლაივ ვიდეოში ფანების მხრიდან მისი და გუფის ურთიერთობის შესახებ კითხვებს გამოეხმაურა: "ყველას აინტერესებს როგორი ურთიერთობა გვაქვს, აი ასეთი ურთიერთობა გვაქვს", - აღნიშნავს მომღერალი. ამ პასუხით კი ახალ ჭორების გავრცელებას ჩაუყარა საფუძველი, რადგანაც ვიდეოში ბევრს ხუმრობენ, იცინიან და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ უარყოფენ მათ შორის არსებულ რომანს, ერთად დროს კარგად ატარებენ.

ინსტაგრამის მომხმარებლები კი თვლიან, რომ ქეთასა და გუფისგან კარგი წყვილი დადგებოდა. გუფისა და ქეთას რომანის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში გავრცელდა და ინტერნეტი მათი დასვენების ფოტოებმაც მოიცვა. მომღერლები ამტკიცებდნენ, რომ ფოტოზე ისინი არ იყვნენ. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ამ დროისთვის ქეთა ქმართან, ლევ გეიხმანთან, უკვე კარგა ხნის დაშორებული იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100