სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რია ნოვოსტი" რეზო გიგინეიშვილისა და ნაძეჟდა მიხალკოვას დაშორების შესახებ იტყობინება

მსახიობმა ნადეჟდა მიხალოვა და ქართველი რეჟისორ რეზო გიგინეიშვილგაყარნენ. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იტყობინება. განქორწინების მიზეზებზე რუსული პრესა ერთსულოვანი არ არის, რადგან წყვილი დაშორების მიზეზებზე არ საუბრობს.

ერთ-ერთი ვერსიით, რეჟისორმა ვერ გაუძლო მიხალკოვების ოჯახის პატრიარქალურ მანერებს, სხვა ვერსიით კი წყვილს შორის არ იყო ერთგულება და სწორედ ამან გამოიწვია ოჯახის დანგრევა.რამდენიმე ხნის წინ ჭორიც კი გავრცელდა, რომ გიგინეიშვილი მეუღლეს ნაძეჟდა ობლონცოვასთან ღალატობდა, ასევე იყო ჭორი მიხალკოვასა და რომან აბრამოვიჩის შესაძლო რომანზეც, რაც საბოლოო ჯამში ჭორი აღმოჩნდა. ერთი კია, რომ შვიდ წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი მაინც დაშორდა. მათ, ქორწინებიდან ორი შვილი ნინა და ივანე ჰყავთ. ადრე ბევრს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ცნობილი რუსი რეჟისორი სიძედ გიგინეიშვილის მიღების წინააღმდეგი იყო, თუმცა საბოლოოდ, ყინული გადნა და სიძე-სიმამრს შორის ურთიერთობა დალაგდა. ქორწილი წყვილმა საქართველოში გადაიხადა, რომელსაც უამრავი ცნობილი პოლიტიკური თუ შოუბიზნესური სახე ესწრებოდა.

2012 წელს რეზო და ნადია რუსეთში წლის წყვილად აღიარეს.

რეზომ საქართველოში გადაიღო ფილმი „სიყვარული აქცენტით“, სადაც თავისი მეუღლეც ათამაშა.

შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა მიხალხოვა, ცნობილი რუსი რეჟისორის ნიკიტა მიხალკოვას ქალიშვილია..

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100