სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნამღერის ეთერში გასვლიდან ვერ წარმოიდგენთ რამდენმა ადამიანმა დაGoogle საქართველო" - ნახეთ, რას წერს გოგო, რომელმაც გერმანულ ვოისში ჟიური გააგიჟა

ნათია თოდუა, გოგო რომელმაც გერმანულ ვოისში ყველა აღაფრთოვანა თავისი უმაგრესი ნამღერით და საქართველო ასახელა ფეისბუქზე გერმანული სტატიის შესახებ წერს და იტყობინება, რომ საქართველო თავისი გამოსვლით ბევრს გააცნო.

„როგორც იქნა ოფიციალური ინფორმაცია საქართველოზე და არა მარტო ახალ სტატიაში !
გუშინ გაზეთ BILD მა გამოაქვეყნა სრულიად დამოუკიდებლად სტატია ჩემს შესახებ და არასწორი ინფორმაცია საქართველოს შესახებ!
ეს საპასუხო ინტერვიუ რედაქციის მიერ მოპოვებული ზუსტი ინფორმაციით ჩვენს ქვეყანაზე და ჩემზე!
მაგრამ ვერ წარმოიდგენთ ამ ცრუ ინფორმაციის შედეგად რამდენმა ადამიანმა მოიძია ინფორმაცია და დაGoogle დღეს საქართველო!
ნამღერის ეთერში გასვლიდან უამრავ დადებით შეფასებებს ვიღებ გერმანელებისგან !
გარდა ამისა გერმანელების გერმანულ სამადლობელ სიტყვებს ინტერნეტით ქართულად ნათარგმნი მიგზავნიან და ვარ ძალიან ბედნიერი!
დაელოდეთ უმაგრეს სიახლეებს“- წერს ნათია თოდუა.

იხილეთ გერმანული გამოცემის სტატია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100