სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანკა ტრამპი საკუთარი ოჯახის შესახებ ალაპარაკდა

აშშ-ს პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი ნახევარ წელზე მეტია თავისი მამის ადმინისტრაციაში მუშაობს. ამის გამო მას მოუწია ოჯახთან ერთად ვაშინგტონში საცხოვრებლად გადასვლა. რადგან ოჯახი ახლოს ჰყავს, ივანკა ცდილობს მაქსიმალური დრო დაუთმოს მეუღლესა და ბავშვებს. თუ როგორ ანაწილებს საკუთარ გრაფიკს და რა დროს ატარებს ოჯახთან, ივანკამ ამის შესახებ US Weekly-სთან ისაუბრა.

როგორც პრეზიდენტის ქალიშვილმა აღნიშნა, დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი მისთვის დილაა, რადგან ამ დროს ოჯახთან ერთად საუზმობს. მას და მის მეუღლეს ჯარედ კუშნერს ტრადიცია აქვთ, რომ დილით აუცილებლად მაგიდასთან უნდა ისხდნენ ბავშვებთან ერთად: „თუმცა ჯარედს მუდამ ეჩქარება, უცებ მიირთმევს საუზმეს და მიფრინავს სამზარეულოდან“ - აღნიშნავს ივანკა. იმისათვის, რომ საკუთარ თავს დრო დაუთმოს, პრეზიდენტის ქალიშვილი დილის 5 საათზე დგება, რადგან მარტო ბავშვების მომზადებაში ორი საათი სჭირდება. ცდილობს ადრე დაბრუნდეს სახლში, რათა თავის სამ შვილთან ერთად თამაშისა და ალერსის დრო ჰქონდეს. მათი დაძინების შემდეგ ივანკა ისევ აგრძელებს მუშაობას: „ხანდახან ისე ხდება, რომ თეთრ სახლში გვიანობამდე მიწევს ყოფნა, ღამით დაბრუნებული კი ჩემი შვილების ოთახში შევდივარ და მათ ჩაძინებულ მშვიდ სახეებს რომ ვუყურებ, თავს უბედნიერესად ვგრძნობ“. გარდა ამისა, როგორც ივანკა ამბობს, თავისი სამუშაოც აბედნიერებს. ის აშშ-ს პრეზიდენტისა და საკუთარი მამის ასისტენტია. დასვენების დღეებს მეუღლესა და შვილებთან ერთად ატარებს, ბევრს სეირნობენ. ჯარედ კუშნერის დახასიათებისას კი ივანკამ მას საიმედო და ერთგული მეგობარი უწოდა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ძალიან კეთილი და ჭკვიანი მამაკაცია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100