სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“შინაგანი მარტოობის მეშინია და ვცდილობ სულ ვიღაც მყავდეს” – “დრონი.ჯი”-ს ინტერვიუ გიორგი ვარდოსანიძესთან

ახალგაზრდა ქართველ მსახიობებში ერთ-ერთი გამორჩეულია. საკუთარი ნიჭის წყალობით ცნობილი პატარა ასაკშივე გახდა. სერიალები, ფილმები და გადაცემები - გიორგი ვარდოსანიძე მაყურებელმა მრავალმხრივი კუთხით გაიცნო. მომხიბვლელი გარეგნობის გამო კი თაყვანისმცემელ გოგონათა არმიაც შეაგროვა. ამჟამად გიორგი თეატრში აქტიურად მუშაობს. ამასთან სიმღერამ და ვლოგინგმაც გაიტაცა. „დრონი.ჯი“ მსახიობთან ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ:


ასაკი - 29

ჰობი - ჰობის ძებნა

საყვარელი საჭმელი - ხინკალი

საყვარელი სასმელი - ვისკი

რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი - სამუდამოდ არსად, დიდი ხნით ყველგან

როგორი გართობა მოგწონს - ხან როგორი, ხან როგორი, გააჩნია ხასიათს. არა ხალხმრავალი და ხმაურიანი, შინაურებში მაქსიმალურად

როგორ რეაგირებ ჭორებზე - „მკიდია“

ბოლო ჭორი შენს შესახებ - უკრაინელი გოგო შემტენეს ვიღაც, დამაქორწინეს კიდეც. ძაან დიდი მადლობა ამისთვის

ორი სიტყვით დაახასიათე შენი თავი - არაადეკვატური

ადამიანში გაღიზიანებს - ტყუილი

რისი გეშინია - მარტოობის

ბოლოს როდის იტირე - დღეს დილით, ფილმს ვუყურებდი და წამომძვრა ერთი-ორი ცრმელი

რის გამო შეგრცხვენია - ყოველთვის ვერ ვაკეთებ იმას, რაც ვთქვი და რაც მინდა ხოლმე. ამის მრცხვენია. ენა ხანდახან ასწრებს ქმედებას და მაგას ვებრძვი, რომ სულ გავაკეთო ის, რასაც ვამბობ

ქართული ტრადიციებიდან რომელი არ მოგწონს - ქელეხი. ფუნქცია არ მესმის. რომ დავფიქრდე კიდე არის რამდენიმე, მაგრამ პირველი ეს მახსენდება. არ მესმის ქელეხის ის ფორმა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, შვიდას კაციანს ტაშ-ფანდურით. ალბათ არასწორად გვესმის ეს ტრადიცია, თორე არ მგონია თავიდანვე ამ ფორმით ყოფილიყო

ყველაზე ცუდი დღე შენს ცხოვრებაში - საყვარელი ადამიანის დაკარგვა. ისეთ დაკარგვას ვგულისხმობ, როდესაც ვეღასდროს შეხვდები მათ. სიკვდილის გარდა ყველაფერი მოგვარებადია. ბაბუის გარდაცვალება იყო ძალიან მძმე. ასევე, ჩემი რამდენიმე მეგობარის სიკვდილი. ეს დღეები იყო ყველაზე ცუდი, რომდესაც ეს ამბები გავიგე. რომ ეს ადამიანები აღარ არიან

ხარ თუ არა კმაყოფილი საკუთარი თავით - არასოდეს, ყოველთვის უკმაყოფილო ვარ. ვიცი, რომ ასჯერ მეტი შემიძლია და ასჯერ მეტს გავაკეთებ

გარეგნობაში თუ შეცვლიდი რამეს - სულ ვცვლი, გუშინაც ახალი ტატუ გავიკეთე. ისე ცხვირი მაქვს ორასმეტრიანი და ცოტა დავაპატარავებდი. მაგრამ მაგის გამო დანის ქვეშ ვერ დავწვები, რომ ვიღაცამ ჩემი ცხვირი დაჭრას-მოჭრას. უცებ ჯადოსნური ჯოხი რომ მოიქნიონ, ოდნავ პატარა ცხვირითქო ვეტყოდი

ყველაზე ახლო ადამიანები - პირველ რიგში ოჯახი. ვისაც ნერვებს ვუშლი, ნერვებს მიშლიან, მაგრამ მათზე დიდი სათაყვანებელი არავინ არ მყავს. ჩემი ძმები, დები, დედა და მამა. მერე იწყება ჩემი უდიდესი და უმაგრესი სამეგობრო, რითიც ვცხოვრობ რეალურად

პირველი კოცნა - 10 წლის ვიყავი, რაც გააზრებულად მახსოვს

ხარ თუ არა შეყვარებული ახლა - მე სულ შეყვარებული ვარ, მე მდგომარეობა მიყვარს შეყვარებულობის. მე სულ ვიღაცა ობიექტი მყავს, რომელიც მიყვარს. შინაგანი მარტოობის მეშინია და ვცდილობ სულ ვიღაც მყავდეს. მხოლოდ ის, რომ ვიღაც ხილული გყავდეს გვერდით, საკმაირის არაა. შიგნიდან რომ ხარ ცარიელი და შიგნიდან არ გყავს არავინ, ეგ არის უბედურება. ამიტომ სულ მყავს ობიექტი. ეს შეიძლება იყოს ისეთი, საერთოდ რომ არ მიცნობს. მაგრამ რაღაცნაირად ის პერიოდი გადავიტანო ან გავმაგრდე

სიყვარული თუ სექსი - რა თქმა უნდა, სიყვარული. ერთი მეორეს გარეშე არ მინდა. ისე მეორეს უფრო ავიტან პირველის გარეშე, მაგრამ ორივე ერთად არის საოცრება

ქართველი სექსუალური ქალები - შორენა ბეგაშვილი მახსენდება პირველი, აღიარებულია და გამორჩეული ვიზუალის მქონე გოგოა. ისე ძალიან ბევრი ქალია, უცებ სხვა არ გაამხსენდა

ფიზიკურად როგორი ქალები მოგწონს - გამყარებული სტერეოტიპი არ მაქვს. მეგონა რომ მქონდა, მაგრამ როგორ გოგოზეც მეგონა რომ თვალი არ გამექცეოდა, გამექცა. ამიტომაც, ალბათ, ყველანაირი. უფრო ტიპაჟი უნდა იყოს წინ წამოწეული. „ტიპშა“ თუ არის, როგორც დღევანდელი ბაბულიკური ენით ეძახიან, ანუ მე თუ წინ არის წამოწეული და იუმორში კარგი გოგოა, ვიზუალი უკვე იმდენად მნიშვნელოვანი აღარაა. თუმცა, პირველი მაინც თვალი ჭამს. გოგო მაინც ლამაზი უნდა იყოს, ისეთი რომ მომეწონოს, რომ არ გავიქცე და გავიხედო

თვისებები, რომელიც სასურველ ქალს უნდა ჰქონდეს - იუმორი პირველ რიგში და ყურადღება. დამოკიდებულებით რომ ხვდები, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ და ყურადღებას იჩენს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. იუმორით კი ეწყობა ყველაფერი - პრობლემის მოგვარება, პრობლემის დანახვა, გასაჭირის მიღება, გასაჭირის გაშვება, გარემოსთან ურთიერთქმედება. ყველაფერი მაშინაა ადვილი, როცა იუმორი აქვს ადამიანს. იუმორი ძლიან მნიშვნელოვანი თვისებაა.

უახლოესი გეგმები - 26-ში პრემიერა მაქვს, თეატრში ვარ ამ წუთასაც, პრაგონებია. ჩემი ახალი მუსიკალური კლიპის პრემიერა იქნება ძალიან მალე „ნანუკას შოუში“. კიდე ახალ სიმღერაზე და კლიპზე ვმუშაობთ. ასევე, Stand Up-ს ვწერ. მინდა, რომ ეს ჟანრი მოვსინჯო, იმიტომ რომ ვგიჟდები ამ ჟანრზე. მთელი ცხოვრებაა ამას ვუყურებ და ვფიქრობ, რომ საქართველოში შეიძლება ფეხი მოიკიდოს. მინდა, რომ ერთ-ერთი დამწყები ვიყო, ვინც ამას საფუძველს ჩაუყრის. ასევე, ჩემი ინტერნეტ ვლობი „ხაჭაპური გადამყვანის“ საშუალებით ჩემს საქართველოსთან და ონლაინ მაყურებელთან ერთად ყოველ დღეს ვატარებ. ეს არის ჩემი ყოველდღიური გეგმები ჯერჯერობით. გადართული ვარ მთლიანად მუსიკაზე, წერასა და თეატრზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100