სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დრონი.ჯი"-ს ექსკლუზივი: ამ ბიჭის გამო მიატოვა ლევან ჯიბღაშვილი ნინიკო ნაცარიშვილმა?

ლევან ჯიბღაშვილისა და ნინიკო ნაცარიშვილის დაშორების ამბავმა ქალაქში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გავრცელდა უამრავი ჭორიც. ჯერ ამბობდნენ, რომ ნინიკომ ლევანი თურქი ბიზნესმენის გამო მიატოვა, შემდეგ იმაზეც ჭორაობდნენ, რომ ჯიბღაშვილი ნაცარიშვილს სხვა გოგოს გამო დაშორდა.
გუშინ ლევან ჯიბღაშვილმა "ნანუკას შოუში" თქვა: „ამ ადამიანმა ჩემს ზურგს უკან გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც არ უნდა გადაედგა“ და ამიტომ დავამთავრე მასთან ურთიერთობაო.
საზოგადოების ინტერესი ამ ადამიანების პირადი ცხოვრების მიმართ დიდია, დღემდე ყველა ელოდება იმ ბიჭის ვინაობას, რომელთანაც ურთიერთობაში იმყოფება ამჟამად ნინიკო ნაცარიშვილი. "დრონი.ჯი"-ს სანდო წყარომ (და არაერთმა სანდო წყარომ) მოაწოდა ინფორმაცია გასაიდუმლოებული თურქი ბიზნესმენის ვინაობის შესახებ და ჩვენი რედაქცია ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა ნინიკოსთან ამ საკითხის დადასტურებასა თუ უარყობას,.
ჩვენ ერთი თვე ვწერდით ნინიკოს სოციალურ ქსელში, თუმცა ის კავშირზე არ გამოდიოდა, ბოლოს ვესაუბრეთ ნაცარიშვილის დედას, რომელმაც ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.
ერთი თვიანი მცდელობის შემდეგ ჩვენ ბევრ წყაროზე დაყრდნობით, რომელთაგან უმეტესობამ დრონი.ჯი-ს მოსწერა, ზოგსაც კიდევ ჩვენ ვესაუბრეთ, რედაქციამ გადაწყვიტა გამოექვეყნებინა ამ ბიჭის ფოტოები, რომლის ვინაობასაც სპეციალურად არ ვასახელებთ.
"დრონი.ჯი"-მ ექსკლუზიურად გთავაზობთ იმ თურქი ბიზნესმენის ფოტოები, რომელსაც ნინიკო სავარაუდოდ ხვდება და სავარაუდოდ, სწორედ ეს ბიჭი გახდა ლევანისა და ნინიკოს დაშორების მიზეზიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100