სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ტაშის დამკვრელი პეშკობა ცდილობს პოტენციური უფროსის ტრ**ზე ოდნავ გათავისუფლებული ადგილის ალოკვას" - მაია დარსმელიძე სტეფანეს იცავს

მაია დარსმელიძე ნიკა გვარამიასა და იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებმაც სტეფანე მღებრიშვილი იმედზე გადასვლისთვის გააკრიტიკეს:
"სხვის საქციელზე მე არ ვარ პასუხისმგებელი და ალბათ თავად სტეფანე უკეთესად ახსნის თავის საქციელს ან თუ გინდათ - გადაწყვეტილებას. ჩემი ტევე ნაძეჟდას მიმართ დამოკიდებულებაც და პრინციპული პოზიციაც ალბათ ყველასთვის კარგადაა ცნობილი და გასაგები. კონკრეტული პიროვნებებისგან გაღიზიანება და კონფლიქტიც მესმის, მართლა მესმის...
მაგრამ როდესაც ვიღაც ტაშის დამკვრელი პეშკობა რაღაც გაურკვეველი კომენტარებით ცდილობს პოტენციური უფროსის ტრაკზე ოოოდნავ გათავისუფლებული ადგილის ალოკვას და ცეცხლში ნავთის მიწუწებას - აი ესეთი შავკები მეცოდებით. : ) ბევრი ამოგიცანით მსგავსი პადხალიმი კომენტარებით და ვაზელინი პოსტებით სხვადასხვა "დროს" და სხვადასხვა "პლატფორმებზე". ))) ამ შავკებზე მერევა გული, ხელის მოთბობა რომ გადაწყვიტეს "სასარგებლო დროსა და სასარგებლო ადგილას", - წერს მუსიკოსი.
შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო შოუ „ნიჭიერმა” ტელეკომპანია „იმედში” გადაინაცვლა. დღეს ცნობილი გახდა გადაცემის ჟიურის წვრების შემადგენლობაც. შოუში მონაწილე კონკურსანტებს საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, მსახიობი რუსკა მაყაშვილი, მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი და მსახიობი გიორგიბახუტაშვილი შეაფასებენ.
სტეფანე მღებრიშვილის ტელეიმედის სატელევიზიო შოუში გადასვლაზე სოციალურ ქსელში პროდიუსერ დავით იმედაშვილის პოსტზე კომენტარი გააკეთა რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ:
"ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო. ძალით დავსვი პირადად მე,სძაგდა ორივე პროდიუსერს. მეორეჯერ კიდე მეტი ძალისხმევა დამჭირდა. ცალკე კლიპებივუტრიალეთ და კონცერტები ვურასკრუტკეთ. და ეს სად წამოსკუპებულა :))) სრულიად ურცხვი ... „ ... „Manana Doi Sofia Nizharadze Giorgi Gabunia ესეც თქვენი სტეფანე, ტვინი რო გამიბურღეთ, ცოდოა,შემოსავალი არა აქვს, ნიჭიერი და გემოვნებიანია და მსგავსი ყ***. აჰა, დატკბით" ........“სადაცდაუძახებენ ყველგან და ყველასთან პროსტიტუტები მიდიან“, - წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი.
"ნიჭიერი" იმედის ეთერში 23 ოქტომბერს 22:00 საათზე გავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100