სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტანისლავ ბონდარენკოს მომავალი შვილის დედა: დედობის მოლოდინმა სრულიად სხვა ადამიანად მაქცია

ქართველებისთვის საყვარელი მსახიობის სტანისლავ ბონდარენკოს შეყვარებული აურელია შვილს ელოდება და მალე იმშობიარებს. დედობამ მასზე დიდი გარდატეხა მოახდინა, რასაც თავადაც გრძნობს და ამის შესახებ მსახიობის მომავალი შვილის დედა საჯაროდ საუბრობს:

„დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა მადლობა გადმეხადა თქვენთვის იმ ასეულობით კომენტარისთვის.... ყველაფერი ძალიან სასიამოვნოდ წავიკითხე და მადლობა ამისთვის. ბევრი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში შევიცვალე , მეც ვგრძნობ ამას და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, დედობის მოლოდინმა სრულიად სხვა ადამიანად მაქცია.

ხალხი კომენტარებში, რომელიც ჩემს ფოტოებზე დაიწერა, ამბობს, რომ ყველა შეხვედრა, ისევე როგორც ყოველი ახალი დღე, გავლენას ახდენს ჩვენზე და იმ ადამიანებზე, რომლის გვერდიდაც ჩვენ ვართ. ეს მართლაც ასეა. თითოეული დღე ჩემთვის ახალია და სულ სხვადასხვანაირი ვხვდები.

მე გულწრფელად გისურვებთ, რომ ბუნებამ გაჩუქოთ ის ადამიანი, ვისაც შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება უკეთესად! არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე ის, რომ ხვდები თუ როგორი ბედნიერი , კიდევ უფრო ბედნიერი უნდა გახდე მალე და ამას მთელი გულით ელოდები“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100