სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკანდალურ-ეროტიკული სერიალი ქართულ ტელე სივრცეში - რა ელოდება მაყურებელს?

სექტემბრიდან tv პირველის ეთერში ახალი სკანდალური სერიალი „ელიტარული დახმარება“ ელოდება მაყურებელს, რომელიც ეროტიკული ჟანრისაა. მასში ცნობილ მსახიობებთან ერთად სხვადასხვა ცნობადი სახეები მიიღებენ მონაწილეობას. სერიალის პილოტი უკვე ტრიალებს ეკრანებზე, რომელმაც გარკვეული ინტრიგა და ხმაური გამოიწვია.

დრონი.ჯი დაუკავშირდა სერიალის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს, მსახიობ ზურა შარიას, რომელმაც გარკვეული ინტრიგები გაუმხილა მაყურებელს:

- ზურა, როდის დაიწყო გადაღებები, როდის იგეგმება სერიალის ეთერში გაშვება და რამდენი სერიაა უკვე გადაღებული?

- სერიალის გადაღებები ივნისში დაიწყო. პირველი სეზონი 36 სერიას მოიცავს და 9 სექტემბრიდან გავა tv პირველის ეთერში, ტრეილერი უკვე ტრიალებს. დაახლოებით ოცი სერია გვაქვს გადაღებული.

- რა ჟანრის იქნება ახალი სერიალი და რომელი მსახიობები იღებენ მასში მონაწილეობას?

- ჟანრი არის ეროტიკული, ნახევრად დეტექტიური, მძაფრ სიუჟეტიანი და ბევრი ინტრიგით დახუნძლული. ჩემთან ერთად მონაწილეობენ ნუცა შანშიაშვილი, ზურა ინგოროყვა, ნანა ნებიერიძე, ლევან ლაშხი, შალვა ოგბაიძე, თემურ ნატროშვილი, ლალი მოროშკინა.

- შენი გმირის შესახებ მიამბე, ვინ არის, რა ადგილი უჭირავს სერიალში?

- ჩემი გმირი ბიზნესმენი მამაკაცია, სკანდალური და ბოჰემური პიროვნება, სტიპტიზ კლუბების ხშირი სტუმარი, ჰყავს ცოლი, რომელიც ღალატობს. თავად ჩემი გმირიც ღალატობს ცოლს.

- ვინ არის რეჟისორი და იდეის ავტორი?

- რეჟისორი არის გიორგი ჯაფარიძე, სცენარისა და იდეის ავტორიც თავად არის. მოკლედ, ძალიან საინტერესო და სკანდალური ამბები გველოდება წინ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100