ჟანა ფრისკეს მამა თავისი ქალიშვილის სიკვდილში საკუთარ შვილიშვილს ადანაშაულებს

მომღერალ ჟანა ფრისკეს მამა ქალიშვილის სიკვდილში საკუთარ შვილიშვილს, ჟანასა და დიმიტრი შეპელოვის ვაჟს, პლატონს.

შეგახსენებთ, რომ პლატონი მამასთან იზრდება, რაც ჟანას მშობლებისთვის არც ისე სასიამოვნოა.

„რა უფლება აქვს დიმიტრის, რომ ჩვენი სისხლი და ხორცი წაგვართვა, ჟანას შვილი, რომლის გამოც დავკარგეთ ქალიშვილი. ეს ტრაგედიაც საკმარისი ჩვენთვის, ახლა ბავშვიც აღარ გვყავს“ - განაცხადა ჟანას მამამ ერთ-ერთი რუსული ტელევიზიისთვის მიცემულ ინეტრვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჟანა 2015 წლის 15 ივნისს დაიღუპა მძიმე დაავადებით. მისი სიმსივნის შესახებ მომრერალმა ორსულობის დროს გაიგო.

კომენტარი