სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ობობის ნაკბენმა ცნობილ მომღერალს სახე დაუსახიჩრა

მომღერალი მეგან ლინსი ამერიკული “voice”-ის მონაწილეა. ის ორი წლის წინ გამოდიოდა ამ პროექტში და ბევრი თაყვანისმცემელიც გაიჩინა.

რამდენიმე თვის წინ გოგონა ეკრანებიდან გაქრა და საზოგადოებაშიც აღარ ჩნდებოდა, რმაც ბევრს გარკვეული კითხვები გაუჩინა. ცოტა ხნის წინ ლინსი გამოჩნდა და ახსნა მისი გაუჩინარების მიზეზი, რამაც საზოგადოება შოკში ჩააგდო.

საქმე იმაშია, რომ მეგანს ძილში ობობამ უკბინა და ნაკბენმა სახე საშინლად დაუსახიჩრა. საშინელმა ტკივილმა გოგონა გამოაღვიძა. ჰქონდა შეგრძნება, თითქოს სახეზე ცეცლხლი ჰქონდა წაკიდებული. რამდენიმე წამში კი საკუთარ ლოგინში მკვდარი ობობა იპოვნა. როგორც აღმოჩნდა ის შხამიანთა ტიპს არ განეკუთვნებოდა, თუმცა მისი ნაკბენი მაინც გარკვეულ პრობლემებს ქმნის.

მეგანმა სასწრაფოდ ექიმს მიაკითხა და სახის აღდგენისთვის მკურნალობა დაიწყო. იარამ ჯერ მოშუშება, ხოლო შემდეგ გასიება და გალურჯება დაიწყო. ლინსი სიგიჟის ზღვართან იყო, თუმცა მკურნალობის სწორმა კურსმა შედეგი მალევე გამოავლინა და ახლა ის გაცილებით უკეთ გამოიყურება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100