"ფიზიკურად მომწონს სალომე ჭაჭუა" - ირაკლი მაქაცარიას ინტერვიუ "დრონი.ჯი"-სთან

ირაკლი მაქაცარია არც ისე დიდი ხანია რაც ქართველმა მაყურებელმა გაიცნო. მისმა გამოჩენამ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ქალბატონებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამის შემდეგ ირაკლი „პრაიმ შოუს“ წამყვანადაც მოგვევლინა. მანამდე კი იყო უკრაინულ არხზე რეალითი შოუ – Холостяк. ქართველი მთავარი გმირის მოხიბვლას უკრაინელი ლამაზმანები ცდილობდნენ. ეს იყო მისი პირველი გამოჩენა ფართო საზოგადოების წინაშე. მაქაცარიას პროექტის განმავლობაში და მის მერეც უკრაინაში თაყვანისმცემელთა არმია დაუგროვდა. სატელევიზიო გადაცემების გარდა 32 წლის ირაკლი პროდიუსერობითაა დაკავებული. აქვს საკუთარი კომპანია, რომელიც უცხოურ პროექტებზე მუშაობს, მათ შორის „ბოლივუდთან. შეყვარებულია თუ არა სიმპათიური ახალგაზრდა ახლა და მოსწონს თუ არა სალომე ჭაჭუა, წაიკითხეთ „დრონი.ჯი“-ს ბლიც ინტერვიუ მასთან“:

ასაკი - 32 წლის

განათლება - უმაღლესი, მარკეტინგის მიმართულებით კავკასიის უნივერსიტეტი დავამთავრე

ყველაზე ახლო ადამიანები - ოჯახის წევრები, მშობლები, და

საყვარელი საჭმელი - აჭარული ხაჭაპური

საყვარელი ქართველი მომღერალი - არ მყავს, მაგრამ მარკუს მეტრეველი მიდის ეხლა ჩემს წინ და მას დავასახელებ

რომელი კერძის მომზადება შეგიძლია – მწვანე სალათი შემიძლია მოვამზადო კარგად

ორი სიტყვით დაახასიათე შენი თავი - კეთილი ადამიანი

ხარ თუ არა კმაყოფილი საკუთარი თავით? - ბოლომდე არასდროს

ქართული ტრადიციებიდან რომელი არ მოგწონს? - ტრადიციას შეიძლება ყველას არ მივდევდე, მაგრამ ტრადიცია ტრადიციაა

რომელი ტრადიციები მოგწონს - სუფრა ღმერთის სადიდებელი სადღეგრძელოთი რომ იწყება

საყვარელი აქსესუარი - საათი

როგორ რეაგირებ ჭორებზე – უმტკივნეულოდ

ბოლო ჭორი შენზე - ნინი ბადურაშილთან ერთად ვარ თუ არა, ასევე რომ შვილები მყავს, სამჯერ ცოლი მომიყვანია. სალომე ჭაჭუაზე უფრო კითხვებია ვდრე ჭორები

პირველი კოცნა - ბაღში

დაუვიწყარი სექსუალური თავგადასავალი - ბევრი იყო ვერ დავაკონკრეტებ

სიყვარული თუ სექსი? - სიყვარული

ხარ თუ არა შეყვარებული ახლა? – არა

ბოლოს როდის გიყვარდა - 5-6 წლის წინ

ნამდვილი ქალი უნდა იყოს - გულწრფელი, არ უნდა იყოს შექმნილი და ხელოვნური

პლასტიკური ქირურგიით გალამაზებული ქალი - პრობლემა არ მაქვს

ნავარჯიშები ქალები თუ მოგწონს - აუცილებლად

სალომე ჭაჭუა მოგწონს როგორც ქალი? - ფიზიკურად მომწონს

პროექტმა ხომ არ გამოიწვია თქვენი დაახლოვება? - ბუნებრივია, ადრე არ ვიცნობდი და ახლა ვიცნობ, დავმეგობრდით.

კომენტარი