ანჟელიკა ვარუმი ქალიშვილის ბოიფრენდის გამო საზოგადოებას დაუპირისპირდა

„ვინ არის ის ფიტული მარცხნივ?“; „სად გამოთხარა ასეთი?“; „სასწრაფოდ სტილისტთან მიიყვანეთ“ - ამ სახის კომენტარები დაიწერა ანჟელიკა ვარუმის ინსტაგრამზე, ეს აგრესია კი იმ ფოტოს მოჰყვა, რომელზეც ანჟელიკა და ლეონიდი მათ ქალიშვილთან და მის ბოიფრენდთან ერთად არიან. როგორც ჩანს, ელიზაბეტის შეყვარებული, მარკის ვიზუალმა დიდი აღფრთოვანება ვერ გამოიწვია ხალხში.

ამ აგრესიული კომენტარების შემდეგ ანჟელიკამ გადაწყვიტა გამოსარჩლებოდა სასიძოს და შემდეგი პოსტი დადო:

„მე მზად ვარ დავიცვა ჩემი „სიძე“. მას მარკი ჰქვია და 21 წლისაა. მისი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ კუბაზე. ის არის მუსიკოსი და არ გააჩნია მავნე ჩვევები. მისი მუსიკის მიმართულებას ჰქვია კონცეპტუალური როკი. გამოუშვა რამდენიმე ალბომი. ძალიან დახვეწილი და დელიკატური პიროვნებაა. ფოტო, რომელიც ავტვირთე, ჩემი დაუდევრობა გახლდათ. მინდოდა, პიჯაკში ყოფილიყო გამოწყობილი, თუმცა გაფრთხილება დამავიწყდა და მეგობრის პიჯაკი მოვარგე, რამაც მის ვიზუალს ზიანი მიაყენა“ - აცხადებს მომღერალი.

კომენტარი