სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პიტზე ნადირობაა- ბრიტნი სპირსი და გვინეტ პელტროუ პიტთან ურთიერთობის სურვილს გამოთქვამენ

ამერიკელი მომღერალი ბრიტნი სპირსი ბოლო პერიოდში საკუთარი თავის მოვლითა და ფიგურაზე ზრუნვით არის დაკავებული.

ET.com-თან მიცემულ ინტერვიუში მომღერალი ბრედ პიტსაც ურჩევს, საკუთარ გარეგნობას დიდი დრო დაუთმოს და ჯოლისთან განშორება მის ვიზუალზე არ აისახოს. ამასთან, სპირსმა თამამად განაცხადა, რომ მსახიობი მისი ბავშვობისდროინდელი კუმირია და დღემდე უყვარს, ამიტომ მზად არის, პიტის სურვილის შემთხვევაში, მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდეს და გაულამაზოს პირადი სივრცე.

უნდა აღინიშნოს, რომ სპირსი ერთადერთი არაა, ვინც მსახიობთან თანაცხოვრების სურვილი გამოთქვა. პიტის ხმაურიანი განქორწინების შემდეგ, გვინეტ პელტროუმაც აღნიშნა, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა ბრედ პიტთან წარსულში გაბმული რომანი განეახლებინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100