სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მირანდა შელიამ რუსეთის ყველაზე ლამაზ ქალს საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა

მირანდა შელიამ რუსეთის ყველაზე ლამაზ ქალს საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა და ამ ქმედებით რუსული მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო.

„თბილისში ძმასთან ერთად სეირნობისას 24 წლის მოდელი მირანდა შელია საკუთარ ფანებს პერისკოპის პირდაპირ ეთერში ესაუბრებოდა.

ფოლოვერებმა მირანდას თავისი შეყვარებულის, 26 წლის ფეხბურთელის, რუსეთის ეროვნული ნაკრების წევრის ფიოდორ სმოლოვის ყოფილი ცოლის შესახებ დაუსვეს კითხვა.

„მოდით ნუ ვისაუბრებთ ამ ქალზე, ის არ იმსახურებს იმასაც კი, რომ საუბრის თემა იყოს. ის არ არის სრულ ჭკუაზე. საერთოდ შეიძლება, რომ მას ქალი დაუძახო? ის ვერ ჩერდებოდა, სულ ვაღიზიანებდი. როდესაც 33 წლის ქალმა არ იცის თავისი ტვინის გამოყენება, რა უნდა უქნა?“ - უპასუხა შელიამ ფოლოვერებს“

აღსანიშნავია, რომ ქართველ ლამაზმანს სმოლოვი ხელის გულზე ატარებს, ევროპის ჩემპიონატის დროს შელია ბოიფრენს საგულშემატკივროდ გაყვა, სადაც პარიზის ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობდა და ყველაზე ძვირადღირებულ რესტორნებსა და მაღაზიებში დადიოდა"- წერს რუსულიმედია და სტატიას ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოც ახლავს თავს.

ცნობისთვის სმოლოვის ყოფილი ცოლი ვიქტორია ლოპირევა მის რუსეთის ტიტულის მფლობელია და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ლამაზმანად ითვლება. აღსანიშნავია, რომ რუსული მედია მირანდასა და სმოლოვის დაშორებაზეც წერს, ამბობენ ფიოდორმა შელია ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ მიატოვაო.