სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიჭოლამ 31 კილოგრამი დაიკლო

ბიჭოლა თეთრაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ჩანს თუ როგორ იცვლებოდა მისი სხეული ბოლო 6 წლის განმავლობაში. ფოტოს თან ახლავს დიზაინერის ინგლისურენოვანი კომენტარი, რომლის თარგმანსაც "დრონი.ჯი" ფოტოსთან ერთად გთავაზობთ.
"21-22 წლის ასაკში 106 კილოგრამს ვიწონიდი, ახლა 27 წლის ვარ და ჩემი წონა 75 კილოგრამია. ამას ჯანსაღი კვებისა და რეგულარული ვარჯიშის დახმარებით მივაღწიე. გარდა ამისა დავანებე თავი მოწევას. ამ ყველაფრისთვის მადლობა ჩემს მეგობრებს: ანასტასია სილვას, ანდრეს ლოზანოს, დან ფიტნესს და რა თქმა უნდა ანასტასია ლექსს. ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია თუ შენ შენს მაქსიმუმს აკეთებ", - წერს ბიჭოლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100