სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დარეგისტრირებიდან 12 საათში ნახევარი მილიონი ფოლოვერი

მსახიობ ტეილორ ლოტნერს ინსტაგრამზე დარეგისტრირებიდან 12 საათში ნახევარი მილიონი ფოლოვერი ჰყავს.

თინეიჯერი გოგონების საყვარელი მგელი ინსტაგრამზე გუშინ საღამოს გამოჩნდა ფრაზით: სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

მსახიობის გვერდზე ჯერ მხოლოდ ერთი პოსტია, თუმცა ისეთი შთამბეჭდავი, რომ 10-ს უდრის.

ლოტნერმა გამოაქვეყნა ვიდეო სადაც ჩანს როგორ მსჯელობს ის მსახიობ ადამ სენდლერთან იმის შესახებ თუ რა გამოაქვეყნოს პირველად ინსტაგრამზე.

სენდლერი ყველა იდეას იწუნებს და დახმარებაზეც უარს ეუბნება, რის შემდეგაც ტეილორი კომიკოს დევიდ სპეიდს მიადგება და ინსტაგრამ ვიდეოში მონაწილეობის მიღებას სთხოვს და მისგანაც უარს იღებს. თუმცა ლოტნერი არ ნებდება და სპეიდს თავისი ყოფილი შეყვარებულის ტელეფონის ნომერს სთავაზობს სანაცვლოდ.

„ტეილორ სვიფტის მობილურის ნომერს მოგცემ.“ - ამბობს ტეილორ ლოტნერი და სპეიდიც უყოყმანოდ თანხმდება ვიდეოში მონაწილეობაზე.

ეს ვიდეო რათქმაუნდა დადგმული სცენაა, მაგრამ თაყვანისმცემლებისა და მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო და ფოლოვერების ასეთი მაღალი რაოდენობაც გარკვეულწილად ვიდეოს დამსახურებაცაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100