სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლივუდის ვარსკვლავების შვილები

ბოლივუდში უკვე ტრადიციაა, ვარსკვლავების შვილები მშობლების კვალს მიჰყვებიან და ქვეყნის კინოსამყაროში მამებისა და დედების ადგილს იკავებენ.

სავარაუდოდ ეს ტრადიცია არც მომავალ ათწლეულებში დაირღვევა, ამიტომ ევროპულმა მედიამ მომავალი ბოლივუდის სავარაუდო ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა.

სიაში პირველ ადგილს ბოლივუდის მეფედ წოდებული და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მსახიობის შახრუკ ხანის ვაჟი არიან ხანი იკავებს, რომელიც მამის ახალგაზრდობის ასლია.

მას მოსდევენ ჰრეჰან და ჰრიდან როშანები. „როდესაც მამაშენი ბერძენი ღმერთივით სიმპათიური კინოვარსკვლავია, შენც განწირული ხარ პოპულარობისთვის“ - წერს გამოცემა ბოლივუდის კიდევ ერთი ვარსკვლავის რიტიკ როშანის შვილებზე.

მესამე ადგილზეა აკშაი კუმარისა და თვინკლ ხანას ვაჟი აარავი. „არტისტულობასთან ერტად ხელოვნების სხვა დარგებითაცაა დაინტერესებული, უყვარს ხატვაც. ის აუცილებლად იქნება ბოლივუდისთვის ყველაზე შესაფერისი მამაკაცი, ისევე როგორც მამამისი. დროზე გაიზარდე ბიჭუნა“ - წერს გამოცემა.

აღნიშნული სია წარმოუდგენელი იქნებოდა ამიტაბ ხბაჩანის ოჯახის რომელიმე წევრის გარეშე, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მომავალი ბოლივუდის ვარსკვლავების სიაში საპატიო ადგილი ხვდა ამიტაბ ხბაჩანის შვილიშვილს, ულამაზეს გოგონას სახელად ნავია ნაველი.

ხუთეულს ასრულებს პატარა გოგონა, რომლის სამსახიობო მონაცემების განსაზღვრა მცირე ასაკის გამო რთულია, მაგრამ მშობლების აბშიშეკ ხბაჩანისა და აიშვარია რაის ქალიშვილ არადიას მაინც უწინასწარმეტყველებენ კინოვარსკვლავობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100