სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაომი შეურაცხყოფილია - ის შოკოლადს შეადარეს

ნაომი კემპბელი აღშფოთებულია. შოკოლადის მწარმოებელმა კომპანიამ Cadbury თავის ერთ-ერთ რეკლამაში მოდელი შოკოლადის ფილას შეადარა. სლოგანი დაახლოებით ასე ჟღერდა: გაიწიე, ქალაქში ახალი “დივაა.” მოდელმა განაცხადა, რომ შოკირებულია რეკლამაში რასისტული ელემენტების გამო. თავიდან კომპანია იცავდა თავის ინეტრესებს და აცხადებდა, რომ რეკლამაში არანაირად არ იყო მინიშნება კანის ფერზე. თუმცა შემდეგ საკუთარ ვებ-გვერდზე ბოდიში მოიხადეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანეთის რეკლამების სატანდარტების კომიტეტში საჩივარი საჩივარზე შევიდა, მათ შორის ორგანიზაცია peration lack vote-სგან, რომელმაც აღნიშნული რეკლამა შავკანიანთა შეურაცხყოფად მიიღო. თუმცა კომიტეტმა არად ჩააგდო საჩივრები, არც “შავ ავაზად” წოდებულ მოდელს გაუწია ანგარიში და ნაომის საამებელი დასკვნა არ გამოიტანა. უფრო მეტიც, კომიტეტმა განაცხადა, რომ კანის ფერზე უფრო მეტად შესაძლოა, სიტყვა “დივა”- ში კემპბელის რეპუტაცია იგულისხმებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100