სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იორდანიის პრინცესას სილამაზემ მსოფლიო აალაპარაკა

იორდანიის დედოფალი რანია ალ-აბდულა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მონარქად ითვლება, თუმცა მშვენიერ ქალბატონს კონკურენტი გამოუჩნდა. ულამაზესი დედოფლის სილამაზე რამდენიმე დღის წინ მისმა ქალიშვილმა, 18 წლის პრინცესა იმანმა დაჩრდილა.

სამეფო ოჯახის ახალგაზრდა წევრი ფართო საზოგადოების წინაშე კულტურული ტურიზმის განვითარების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ახლდა დედას და მისი ფოტოები იმავე დღეს გაჩნდა მედიაში.

ალბათ გაგიკვირდებათ, 18 წელი სად მალავდნენ პრინცესასო, ამიტომ განგიმარტავთ, რომ იმანის არავინ მალავდა, უბრალოდ გოგონა ვაშინგტონში სწავლობს და სამშობლოში მხოლოდ არდადეგებზე ჩადის სამშობლოში, რის გამოც მედიისა და საზოგადოებას მისი ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის პერიოდი გამოეპარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100