სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უიმბლდონის ტრიუმფატორი ქართველის პირადი ფოტოები

2 ივლისს, უიმბლდონის ტურნირის მეორე წრის მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-15 ნომრად განთესილ ესპანელს, ფელისიანო ლოპესს შეხვდა და სენსაციურად დაამარცხა ერთ-ერთი ფავორიტი ხუთ სეტში.

მართალია ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირში ასპარეზობას 1/16 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, მაგრამ ლოპესის დამარცხებით მან ქართველი გულშემატკივრები ძალიან გაახარა, ნიკოლოზის შესახებ საუბრობდნენ და ფეისბუქზე პოსტავდნენ ისინიც კი ვინც ჩოგბურთსა და ზოგადად სპორტში ვერ ერკვევა.

საზოგადოებრივი ინტერესის გამო დრონი.ჯი ნიკოლოზის შესახებ მცირე ინფორმაციასა და მის პირად ფოტოებს გთავაზობთ.

დაიბადა 1992 წლის 23 თებერვალს თბილისში. 2009 წელს დაამთავრა კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოს გრანაითბეის დიდი სკოლა. ჩოგბურთის თამაში დაიწყო 6 წლისამ გოგა სანთელაძის ხელმძღვანელობით. კარგა ხანს მამა - ნოდარ ბასილაშვილი ავარჯიშებდა. 12 წლისა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ვიტალი გორინთან ვარჯიშობდა.

იყო საქართველოს ჩემპიონი 12-14-წლიანებში.

ამერიკაში ორანჯბოლის ორი ტურნირის ნახევარფინალისტი იყო. 16 წლის ATF-ის ჭაბუკთა მსოფლიოს რეიტინგში 59-ე იყო.

2009 წლიდან პროფესიონალებში გადაინაცვლა. 2010 წელს სოჭის ვაჟთა 10 000-იანი ტურნირი მოიგო.

მერე ორი წელიწადი ტრავმების გამო, ფაქტობრივად, არსად უასპარეზია.

2012 წელს ექვსი ტურნირი (ყაზანში, მოსკოვში, ერევანში, თბილისსა და 2 ანთალიაში) მოიგო, ორჯერ ფინალში ითამაშა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100