სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აპირებს თუ არა მერაბ სეფაშვილის ვაჟი მღვდლობას?

მერაბ სეფაშვილის უმცროსმა ვაჟმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო სადაც მას ანაფორა აცვია. "დრონი.ჯი" ფოტოს ისტორიით დაინტერესდა და ვცადეთ გაგვერკვია აპირებს თუ არა სანდრო ელესიისთვის თავის მიძღვნას.

ჩვენ მერაბ სეფაშილის სიდედრს გავესაუბრეთ. როგორც ქალბატონმა ტატა მაისურაძემ განაცხადა, სანდრო ლისზე მონასტერში რამდენიმე მეგობართან ერთად იმყოფება, სადაც ოჯახის თხოვნით წავიდა.

"გამოცდები დაამთავრა, დრო აქვს და მოვინდომეთ სიმშვიდისთვის, სიკეთისთვის მონასტერში წასულიყო.

პრობლემები არ აქვს, მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემები გვაწუხებს, დიაბეტი აქვს. როგორც თვითონ ამბობს, პეტრეპავლობის მარხვის დასრულების შემდეგ დაბრუნდება.

ამ კუთხით არ აპირებს ცხოვრების წარმართვას, დროებით არის წასული.

მღვდლობას დიდი ნებისყოფა ჭირდება, არ მგონია ეს მან შეძლოს, ისე აკეთოს კეთილი საქმეები არ არის პრობლემა" - განაცხადა სანდროს ბებიამ "დრონისთან" საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100