სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემი ტუჩების დასაბრუნებლად მტკივნეული ოპერაცია მჭირდება" - ბლიც ინტერვიუ ხატია სიჭინავასთან

მიუხედავად იმისა, რომ ის საკუთარ კარიერაში შვილების გამო აქტიურ ნაბიჯებს აღარ დგამს, მისი სახელი პოპულარობას არ კარგავს და ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ცნობილი სახეა ქართველებს შორის. სწორედ ამიტომ დრონი.ჯი-ს რუბრიკა ბლიც ინტერვიუს სტუმარი ამჯერად ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა გახლავთ.

ასაკი - 34

განათლება - ჟურნალისტი

კუმირი - ჩემი ქმარი

პირველი კოცნა - 16 წლის

საყვარელი საჭმელი - კატლეტი და პიურე

ყველაზე ახლო ადამიანი - ჩემი ქმარი და შვილები

ბრენდი, დიაინერი - ზოგადად საყვარელი ბრენდი არ მაქვს, ვიცვამ იმას რაც მიხდება და არა მოდაშია

სერიალი - ესპანური სერიალია, რომელიც 2-ჯერ მაქვს ნანახი

არ მჯერა - მკითხავების

თავად შემიძია მოვამზადო - ყველაფერი რაც მომინდება

პაემანი - ჩემ ქმართან პირველი პაემანი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი, როდესაც ეგონა, რომ სიგარეტს არ ვეწეოდი და კბილები კარგად გავიხეხე

ორი სიტყვით შენი თავი დაახასიათე - ჯიუტი, ფეთქებადი, კეთილი

როგორი დედა ხარ - ძალიან კარგი, მე ასე ვფიქრობ

საყვარელი ქართველი მომღერალი - ნინო ქათამაძე, მერაბ სეფაშვილი

სამი ნივთი, რომელსაც მუდამ თან ატარებ - მანქანის გასაღები, ჯვარი და ჯვრისწერის ბეჭედი

პლასტიკურ ქირურგიაზე რას ფიქრობ - თუ ქალს ჭირდება აუცილებლად უნდა გაიკეთოს ოპერაცია. მე ერთადერთი ტუჩები მაქვს გაკეთებული, რასაც ძალიან ვნანობ. ისევ ჩემი ტუჩები რომ დავიბრუნო, ხელახალი ოპერაციაა საჭირო, რაც ძალიან მტკივნეულია. თუმცა ერთ დღეს აუცილებლად გავიკეთებ მაინც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100