სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შოთო სიხარულიძე ასაკით უფროს ქალზე ქორწინდება

შოთო სიხარულიძე რომლის სახელიც ინტერნეტ სივრცეში ყველამ კარგად იცის ქორწილისთვის ემზადება.

27 წლის შოთოს რჩეული 29 წლის ნათია შუშაძეა. წყვილი ერთმანეთს უკვე 3 წელია ხვდება და ახლახანს ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს, ქორწილი გაზაფხულზეა დანიშნული.

„ერთმანეთი 7 წლის წინ გავიცანით, მეგობრის ნათლობაზე. მე ჩოხატაურში ვიყავი, ჩემი მეგობრის შვილის ნათლობა ბათუმში იყო, ნათია ერთ-ერთი ნათლია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბათუმის ეკლესიაში 3 ნათლიის უფლება არ მისცეს, ნათიამ უარიც კი თქვა ნათლიობაზე ამის გამო, ჩემმა მეგობარმა ბათუმში ბავშვის მონათვლა გადაიფიქრა და მთხოვა იქნებ მანდ გურიაში მოგვცენ 3 ნათლიის უფლებაო. მამაოს დაველაპარაკე, დავითანხმე და ჩამოვიდნენ გურიაში.

ნათია გახარებული იყო რომ ნათლიობაზე უარის თქმა აღარ მოუწია და ითხოვა გამაცანით ის ადამიანი ვინც ეს მოახერხაო და ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა.

დროთა განმავლობაში მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა, სულ ერთად ვიყავით და მივხვდით უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეგვეძლო.

ნათია არის არაჩვეულებრივი ადამიანი, პირველ რიგში მომხიბლა მისმა სულმა და ადამიანობამ, ძალიან თბილი და კეთილია.

ჩვენს სიყვარულს შეძლებისდაგვარად ვმალავდით, რადგან ბევრი ცუდი ჭორი აგვიგორეს, რატომღაც მიაჩნიათ, რომ შეუფერებელი წყვილი ვართ, რასაც ამბობენ ყველაფერი სიმართლე არაა და რაც მთავარია ჩვენ ერთად კარგად ვართ“-განაცხადა შოთო სიხარულიძემ დრონი.ჯი-სთან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100