სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ მიიჩნიეს ცნობილი ამერიკელი მოდელი ივანიშვილის ნათესავად?

მსოფლიოში პოპულარული მოდელის ლენი ივანისვილის გარშემო ქართველმა ინტერნეტმომხმარებლებმა ხმაური ცოტა ხნის წინ აწიეს, გვარის გამო ის ქართველად ბევრმა მიიჩნია და ლენის მიმართ ინტერესიც გაჩნდა.

თუმცა მოდელის ინსტაგრამ გვერდი იუწყება, რომ ლენი წარმოშობით ესტონელია, მისი გვარი კი ივანიშვილი (როგორც ამას ინტერნეტში წერენ) კი არა ივანისვილია. დაწვრილებითი ინფორმაცია მისი წარმოშობისა და ეროვნების შესახებ ინტერნეტში სამწუხაროდ არ მოიპოვება. ცნობისთვის ლენი ივანისვილი ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მის ფოტოებს კი ინტერნეტსა და მსოფლიოს წამყვანი მოდური ჟურნალების გარეკანზე ხშირად შეხვდებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100