სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კატოს და დიტოს დაშორება, მილიონერი ბიზნესმენი კატოს ცხოვრებაში და „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი ინტრიგები

ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ქართული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სეზონს მაყურებელი მალე ეკრანებზე იხილავს.

როგორც გაზეთ "პრაიმტაიმს" სერიალის რეჟისორი გიორგი ლიფონავა უცხადებს,მაყურებელი ბევრ ახალ სახესა და ინტრიგას იხილავს. სანამ მაყურებელი ყველაფერს ტელეეკრანით ნახავს, მანამდე „პრაიმტაიმმა“ მკითხველს რამდენიმე საიდუმლო გაანდო. როგორც გაზეთვისთვის გახდა ცნობილი, "ჩემი ცოლის დაქალების" მთავარი გმირი, ნინა, ანუ ანა ტყებუჩავა რეალურ ცხოვრებაში გათხოვდა და ახლა სერიალსა და ცხოვრებაში ერთდროულად არის ორსულად... ასევე გაზეთი "პრაიმტაიმი" კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციასაც ავრცელებს - "კატო და დიტო ერთმანეთს შორდებიან, დაცილების მიზეზი უკრაინელი გოგონაა. დიტო კიევში მიემგზავრება, კატო კი თბილისში რჩება, თუმცა მარტოობა არ კლავს, მის ცხოვრებაშიც მალე გამოჩნდება ახალი პარტნიორი. ეს პარტნიორი მილიონერი ბიზნესმენია",- აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100