დაუჯერებელი ფაქტები ჰოლივუდის ვარსკვლავების ცხოვრებიდან

ჯეკ ნიკოლსონი - იზრებოდა უმამოდ, დედასა და უფროს დასთან ერთად. მოგვიანებით კი შეიტყო, რომ საკუთარი და დედა იყო, ხოლო საყვარელი დედა - ბებია. ამ საიდუმლოს ფარდა 1976 წელს ახადა ჟურნალმა „თაიმსმა“, სტატიის თანახმადაც ჯეკის სტრიპტიზიორი და ადრეულ ასაკში დაორსულდა. ის მზად არ იყო დედობისთვის, შვილი ბებიას გააზრდევინა. ტყუილში ცხოვრობდა ჯეკ ნიკოლსონი 37 წლის ასაკამდე.

შარლიზ ტერონის დედამ გოგონას წინ საკუთარი ქმარი მოკლა. მსახიობი ამ ყველაფერზე დასმულ კითხვებს არ პასუხობდა ან ამბობდა, რომ მამამისი ავტოავარიაში დაიღუპა მაშინ, როდესაც თვითონ 15 წლის იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ოსკაროსანი მსახიობის ბავშვობა სულაც არ ყოფილა მარტივი. როგორც ცნობილია შარლიზის დედამ ქმარი თავდაცვის მიზნით მოკლა.

ვუდი ალენმა ცოლად საკუთარი შვილობილი მოიყვანა. „ვიცი ცუდად ვიქცევი, მაგრამ არც ერთ ქალთან თავი ასე კარგად არ მიგვრძნია“-განაცხადა 62 წლის რეჟისორმა. მას ნაშვილები გოგონა პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდა და სუნ-ს სრულწლოვანობისთანავე სთხოვა ხელი. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 35 წელია.

კომენტარი