სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Red Bull BC One 2013 - ბრეიქდანსის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი თბილისში

20 აპრილს 20:00 საათზე თბილისში, ბრეიქდანსის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის - Red Bull BC One 2013 - ამიერკავკასიის ოფიციალური შესარჩევი ტური გაიმართება. შეჯიბრში 16 ბი-ბოი (5 ქართველი, 5 სომეხი და 6 აზერბაიჯანელი) შეხვდება ერთმანეთს; ერთი-ერთზე ორთაბრძოლების შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე კიევში გაემგზავრება, საკვალიფიკაციო ეტაპში გამარჯვების შემთხვევაში კი სეულში - Red Bull BC One 2013 - ის მსოფლიო ფინალზე.

20 აპრილს შევიტობთ, 16 მონაწილიდან რომელს აღმოაჩნდება საკმარისი ენერგია, გამძლეობა, რკინის ნერვები, თვითრწმენა და მოძრაობების ამოუწურავი არსენალი იმისათვის, რომ გახდეს ამიერკავკასიის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული და მიიღოს რეალური შანსი გამოავლინოს თავისი ნიჭი და შესაძლებლობები პლანეტის საუკეთესო ბრეიქდანსერებთან ერთად სეულში, სამხრეთ კორეაში Red Bull BC One 2013 - ის მსოფლიო ფინალში.

2013 წლის ფინალი ჩემპიონატისათვის საიუბილეო იქნება - წელს Red Bull BC One 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100