სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კამერონ დიასი წიგნს წერს

კამერონ დიასი ჰოლივუდის ერთ-ერთი ულამაზესი ფიგურის მფლობელია. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ მსახიობმა გადაწყვიტა გოგონებს იდეალური გარეგნობის საიდუმლოებები გაანდოს, პარალელურად კი ფული იშოვოს. ვარსკვლავმა კონტრაქტი ცნობილ გამომცემლობასთან დადო და პირველ წიგნზე მუშაობას შეუდგა.
დიასი ჯანსაღ ცხოვრებასა და სწორ კვებაზე ერთგვარ სახელმძღვანელოს წერს. მსახიობი იმედოვნებს, რომ მისი წიგნი გოგონებს შთააგონებს იმას, რომ სპორტით დაკავდნენ და ჯანსაღი საკვები მიიღონ.
გამომცემლობა HarperCollins-ის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ წიგნი 2013 წლის შემოდგომაზე გამოვა.
კამერონი ერთადერთი ვარსკვლავი არ არის, რომელმაც ბოლო დროს კალამს მიმართა: ცოტა ხნის წინ, ჯესიკა ალბას პირველი წიგნი გამოიცა, რომელიც ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესს ეხება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100