სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარიზში Guns N’ Roses-ს სოლისტი გაძარცვეს

პარიზში ლეგენდარული ჯგუფის Guns N’ Roses სოლისტის კონცერტის შემდეგ, აღმოაჩინეს რომ მუსიკოსის პირადი ნივთებიდან 200 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების საიუველირო ნაწარმი დაიკარგა.

აქსელ როუზს აღნიშნული ღირებულების ნივთები მაშინ მოპარეს, როცა ეს უკანასკნელი პარიზში, დახურულ კონცერტზე სცენაზე იდგა და საკუთარი კომპოზიციებით მსმენელს უაღრეს სიამოვნებას ანიჭებდა.

სწორედ ამ დროს დამნაშავეები შეუმჩნევლად შევიდნენ ლეგენდარული მუსიკოსის ოთახში და რამდენიმე ოქროს ნივთი მოიპარეს. რომელთა უმრავლესობაც ბრილიანტებითა და ძვირფასი ქვებით იყო მოჭედილი.

სამართალდამცავების თქმით, დანაკარგის აღმოჩენისთანავე მუსიკოსი საშინლად გაბრაზადა და მათ აქსელის დასაწყნარებლად შესაბამისი ზომების მიღებაც კი დასჭირდათ.

როუზის პრესმდივნის განცხადებით, სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს და გამოძიებაც დაიწყეს. ჯერჯერობით არავითარი ვერსია თუ სამხილი არ არსებობს.

აქსელ როუზი პარიზში ევროპის ტურის ფარგლებში ჩავიდა. მუსიკოსმა და მისმა ჯგუფმა საფრანგეთის დედაქალაქში ორი კონცერტი ჩაატარეს.

შეგახსენებთ, რომ აქსელ როუზმა ლეგენდარული როკ-ჯგუფი Guns N’ Roses შექმნა. ამ ჯგუფმა პოპულარობის მოხვეჭა ძალიან სწრაფად მოახერხა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათი 100 მილიონამდე ალბომია გაყიდული. თუმცა 1985 წლიდან მოყოლებული როუზი ძველი Guns N’ Roses-ს ერთადერთი წარმომადგენელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100