სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შვედეთის სამეფო საზოგადოებამ ეთერ ლამორისი-ჭყონია მსოფლიოს საუკეთესო ხმად დაასახელა

შვედეთის სამეფო საზოგადოებამ ეთერ ლამორისი-ჭყონია 165 კონკურენტს შორის გამოარჩია და მსოფლიოს საუკეთესო ხმად დაასახელა. შესაბამისი ჯილდო და ოქროს მედალი მას პირადად შვედეთის პრინცესა ქრისტინამ გადასცა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედი“ იტყობინება.

ეთერ ლამორის-ჭყონიამ უძლიერეს კონკურენტებთან ბრძოლაში გაიმარჯვა. როგორც მომღერალი აცხადებს, ეს ჯილდო მისთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო. ოქროს მედალზე ამოტვიფრულია წარწერა: „ჩვენი დროის უდიდეს მომღერალს, ეთერ ლამორისს“.

დაჯილდოების შემდეგ სამსაათიანი კონცერტი გაიმართა, სადაც ეთერ ლამორის-ჭყონიამ „ფაუსტიდან“ მარგარიტას პარტია შეასრულა.

შვედეთის პატრიოტული სამეფო საზოგადოების ჯილდო ქვეყანაში ერთ-ერთი პრესტიჟულია და მის მოსაპოვებლად ყოველ წელს ერთმანეთს მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლები ეჯიბრებიან. ეთერ ლამორისი-ჭყონიასთვის გაცემული ჯილდოს გარდა, შვედეთის სამეფო საზოგადოებამ წელს მხოლოდ ორი ჯილდო გასცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100