მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
სარეკლამო ადგილი - 31
200 x 500
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
ივა­ნიშ­ვი­ლის გვარ­ზე სწორ­დი! სმე­ნა!.. ოც­ნე­ბე­ბი და­ით­ვა-­ლე!.. ნა­ბი­ჯი­ი­ით იარ!...
ახლა კითხულობენ

ქართულ-ბრიტანული კოპროდუქცია ბათუმის ახალ სცენაზე  

ასეთები იქნებოდნენ "დისნეის" პრინცები რეალურ ცხოვრებაში რომ არსებობდნენ  

ჯორჯ კარლინმა ეს სტატია მაშინ დაწერა, როდესაც ცოლი გარდაეცვალა  

„უცნობი ქალის წერილი"  

ჩემო თბილის ქალაქოს ახალი ვერსია, ირაკლი ფირცხალავას, ჯემალ სეფიაშვილის და მასტერიგან  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში 
დაუმორჩილებელი ქართული პოეზია: ვინ რას წერდა დამპყრობელ რუსზე
ზურაბ ქართველაძე
23:13 28.01.2012

ჩვენს საიტზე წმიდა ნინოს შესახებ გამოქვეყნებულ მასალაში („წმიდა ნინოს საფლავთან დამბლადაცემული რუსი ეგზარქოსი“) დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ლექსი ქართული ეკლესიის წმიდანისადმი, რაც „ფორუმში“ განივრცო წმიდა ნინოსადმი მიძღვნილი კიდევ სხვა ლექსებითაც. ამას მოჰყვა ერთ–ერთი ფორუმელის („გიას“ ნიკით) ძალიან საინტერესო შემოთავაზება:

„ეგების აჯობებდა, ამ განსაცდელის მოლოდინში, რასაც "კვლავრუსობა" ჰქვია, დღევანდელმა მთავრობამ, მათგან, სხვადასხვა მიზეზებით, მივიწყებული პოეტების და მწერლების პატრიოტულ თემებზე, ერის დამოუკიდებლობის წუხილზე შექმნილი შედევრების გამოქვეყნებები დაიწყოს, მისთვის ხელმისაწვდომ ტელე და რადიოს საშუალებებით, თუ გინდ ადრინდელი "პოეზიის ხუთი წუთი"-ს მსგავსი. თუ გინდ პრესაშიც. ხალხთან ერთად ხომ, მათაც, პოეტებსაც, მწერლებსაც და მათი შემოქმედების გულში ჩამწვდომად წამკითხველებმაც, დღეს რომ რუსეთისაკენ იმზირებიან, დაფიქრების კიდევ ერთ საშუალებას მისცემთ. ორივე მხარე, სიჯიუტეს, პირად ამბიციებს ნუ გადაყოლებთ ერის დამოუკიდებლობას. წმინდა ნინოს მადლი შეგწეოდეთ და ისე განესაჯეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქართველებო!“ (გია 2012-01-27)

მთავრობის სახელით, ცხადია, პასუხს ვერ მივაგებთ რეპლიკის ავტორს, მაგრამ ჩვენი რედაქცია მზად არის ყურად იღოს ეს საინტერესო შემოთავაზება და, ამასთანავე, გაუწყოთ, რომ სულ მოკლე ხანში დაიბეჭდება ასი ქართული ლექსის კრებული, სათაურით „დაუმორჩილებელი ქართული პოეზია“. კრებულის წინათქმაში აუცილებლად დავაკვალიანებთ მკითხველს და გავახსენებთ, რომ:

„საქართველოს დაპყრობის პირველი დღეებიდანვე გაისმა პოეზიის ენით გადმოცემული საპროტესტო ხმები, რომელთა შორის ყველაზე მკაფიო და მამხილებელი - მეფე ერეკლეს ქალიშვილებისა იყო. მას შემდეგ ქართული პოეზია ეროვნულ– განმათავისუფლებელი მოძრაობის თანამდევია – გვევლინებოდა 1832 წლის შეთქმულების თანამზრახველად და შემაგულიანებლად, 1918 წლის წინამორბედად და შემდეგ, 1921–24 წლებში დაკარგული თავისუფლების უნუგეშო ჭირისუფლად; თვით საბჭოურ ტირანიასაც არ ეპუებოდა და ხან ფარულად და ხან ღიად ამზადებდა ნიადაგს 1991 წლის საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი მოვლენებისათვის.

გალაკტიონ ტაბიძის სიტყვებით თუ ვიტყვით, სწორედ პოეზია იყო ერის სულიერ ძალთა შემადუღაბებელი და თანაც იმდენად, „ რომ თვით ჯალათებს, გადაქცეულს სმენად და ჭვრეტად,/ მცოდნეთ: რა ძალა, რა სიმტკიცე ჰღვივის გზნებისთვის,/ შიშის ზარს სცემდა პოეზია უფრორე მეტად, / ვინემ ფერმკრთალი შეთქმულება აჯანყებისთვის.“

ორი საუკუნის მანძილზე უამრავი ლექსი დაიწერა ამ თემაზე ფარულად და ცხადად, ლეგალურად და არალეგალურად, მებატონისაგან აღვირის მეტად თუ ნაკლებად მოშვების, ჟამისა და ვითარებების მიხედვით; დაიწერა პროფესიონალი პოეტებისა თუ მოყვარულთა მიერ და ერთად თავმოყრილი ეს ნაწერები სამ უზარმაზარ ტომშიც ვერ მოთავსდებოდნენ...“

თუმცა, მაინც მოხერხდა ერთ პატარა წიგნში წარსულში მოღვაწე იმ 50 პოეტის 100 რჩეული ლექსის აკინძვა, რომლებმაც ორი საუკუნის მანძილზე დაგვიტოვეს თავიანთი საპროტესტო პოეტური ნაწარმოებები. და აი, „დრონი.ჯი“ დღეს გთავაზობთ ანონსს და მომავალშიც დროდადრო მოგაწვდით რჩეულ ნაწარმოებებს უპირატესად იმ ლექსებიდან, რომლებიც კრებულის გარეთ დარჩნენ და არანაკლები სიმწვავით გამოირჩევიან.

თავდაპირველად კი ლექსების პუბლიკაციას დავიწყებთ ხალხური პოეზიით. დღეს გაგაცნობთ ხალხურ ლექსებს, გადარჩენილთ ცარისტული და საბჭოთა რუსეთის ავ დროებებს და დღემდე შემორჩენილთ ლიტერატორთა, მეცნიერთა თუ რიგით მამულიშვილთა პირად არქივებში – ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, ილია ჭყონიას თუ სხვათა და სხვათა...

ქართული ხალხური პოეზიიდან:

ა, ჰოროველ, ჰოროველ*

მეფე გიორგი ჩიოდა, ვერ მოუარე თავსაო,

საბძანებელი დავკარგე, ტახტი დაუგდე სხვასაო.

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – ––

*ილიას „აჩრდილის“ ავტოგრაფის ყდაზე მინაწერი

**********

ქალაქში სიონ–სობორო ბაგრატიონთა აგესო,

ქართლი ოსმალთ დაულოცეს, ვაჰ რა ჭკუა წააგესო!

***********

არა გვინდა რა ქალაო, დროება შეგვეცვალაო,

ხვანთქარ ხელმწიფედ დაგვიჯდა, ერეკლე გარდიცვალაო!

**********

ვაჰ შენ ჩემო საფეიქრო, მასტიკო და მასრა–მაქო,

მე იმისი დედა მო***ნ , ვინც პირველად ბუზი აქო!*

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

* სამივე ეს ხალხური ლექსი ილია ჭყონიას ასი წლის წინანდელი არქივიდან არის. როგორი უნდა ყოფილიყო რუსული რეაქციის სუსხი, რომ ავტორს, „კეთილისმოსურნის“ ყველგან მაძიებელი თვალისაგან დასაფარავად, თვით თავის არქივში, ხელნაწერშიც კი რუსეთი და რუსთ ხელმწიფე „ოსმალეთად“ და „ხვანთქრად“ გადაეკეთებინა, ხოლო თვით რუსის მაგივრად „ბუზი“ ჩაეწერა!

*********

უთხარით ხელმწიფიანთა:

სიტყვა ისმინეთ ჩემია –

დასტოვე საქართველოი!

სხვა მეფე გვინდა – ჩვენია.

წინათაც ცალკე ვყოფილვართ,

ვერ–რას გვაკლებდა მტერია!

**************

აღარ მოგწყინდათ ქართველნო

რუსეთის სამსახურია?

კაც მაგათ ხელში ნამყოფი

სულ დაწულ–დადაგულია!

************

რუსი რუსობას არ მოშლის,

(დათვი იცნობის ტყავზედა) –

გინდ წითელ მასკვლავ დაიკრას,

გინდ დაგიფიცოს ჯვარზედა.

როგორც ხედავთ, ხალხის მეხსიერებას მთელი ორსაუკუნოვანი განცდა შემოუნახავს, ბაგრატიონთა მაცდუნებელთაგან მოკიდებული, წითელ ვარსკვლავიანი რუსების ჩათვლით. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ზღვა მარაგიდან, რომელიც ხალხურ პოეტურ შემოქმედებაში არის დაგროვილი. ნებისმიერ ფორუმელს შეუძლია ამ მარაგის შევსება ჟამთა ვითარებაში გადარჩენილი მსგავსი ჟღერადობის ხალხური ლექსით!

კომენტარი     ბეჭდვა  

პოეზიის ფანი2012-01-28 23:48:50
რადგან ხალხურ ლექსებზეა საუბარი, ხალხურში გადის ანონიმური პოეზიის ნიმუშიც, რომელიც რუსულ საიტზე გამოქვეყნდა 2008 წელს. ეს არის პაროდია ევგენი ევტუშენკოს ლექსზე "სურთ თუ არა რუსებს ომი"? პაროდიაში საქართველოც ფიგურირებს და ამიტომ ვკადნიერდები საიტისათვის რუსული ორიგინალის მოწოდებას:
Хотят ли русские войны?

Хотят ли русские войны?
Не спрашивай у тишины,
Не спрашивай у тех солдат,
В мемориалах, что лежат.

Спроси у цинковых гробов,
В которых молодых сынов
С земель соседских привозили
Старухам, чтоб те слезы лили.

Спроси у бравых тех ребят
В Кремле которые сидят,
К погонам звезды пришивая,
Дубиной «мирною» махая.

Спроси у Польши и Литвы-
Им о России снятся сны.
Спроси у пражской у весны, -
Хотят ли русские войны?

Спроси у венгров, как когда-то
На танках русские солдаты,
По Будапешту рассекали,
Вугорцев к миру «приучали».

Тебе ответит старый финн,
Проживший много – до седин,
Как «мирно» русские войска
Рвались сквозь зиму и снега.

Есть что сказать и белорусу ,
Тому, чьи предки из литвин,
Какою жуткою ценою
Им братство подарил москвин.

Когда Суворова орда
Палила села, города...
Спроси, спроси у Куропат-
Там непокорные лежат.

Спроси – что Украине братской,
Заверенной в любви славянской,
Из цепких рук большого брата,
Зачем защит искать у НАТО?

Спроси всех западных славян, -
Как миру их учил Иван...
Миролюбив солдат-Иван
Бомбил Кабул, Афганистан.

В их кишлаки и города
Не мир пришел – пришла беда.
Спроси у вдов, детей Чечни, -
Хотят ли русские войны?

И кто он, русский «миротворец»,
Тебе ответит гордый горец.
Грузин, улыбчивый всегда,
Сквозь слезы просто промолчит.

От миролюбия соседа
Сейчас его земля горит.
ХОТЯТ ЛИ РУССКИЕ ВОЙНЫ?
И от Китая до Литвы
Найдется ль хоть один сосед,
Который твердо скажет, - «НЕТ!»?

გია2012-01-29 00:44:02
"ვუჩვენოთ მტერთა - ორგულთა
ეროვნულ დროშის ფრიალი"

"შინაურების დათოფვა არ ეკადრების გმირსაო!"

ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი, პოეტი მიხო ხელაშვილი, მუხანათურად მოკლული ბოლშევიკების მიერ, ავტორი ყველასათვის საყვარელი სიმღერის ტექსტისა:

წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება.
იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა.
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს – ჭია, კაცის გულს – ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს;
ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა.

გამვლელი2012-01-29 00:46:07
კიდევაც ბევრი გადარჩენილა! ვინ იცის, რამდენი გემრიელი სტრიქონი ჩაიკარგა ჩვენი წარსულის პირობებში!

პეტრე-12012-01-29 00:50:28
ეს ლექსი ზუსტად გადმოსცემს რუსულ იმპერიალისტურ განწყობას მეზობლების მიმართ.

ისტორიკოსი2012-01-29 00:55:52
ამონაწერი მაქვს ფრაგმენტი,ხალხური მთქმელის, ვინმე ქებაძის ავტორობით დაწერილი ლექსიდან, სათაურით "საქართველოს გადაცემა რუსებზედ":
"...ალექსანდრე გადავარდა, ბატონიშვილი ჩვენია.
გიორგი მეფედ დაგვისვეს გაბერილი და სქელია,
თითო თითო იჯრაზედა ზაქი უნდოდა მთელია,
ქართლი რუსებს დაულოცა, უომრათ მიუცემია.
გიორგი მეფეთ შეიქნა, რუსების მასპინძელია,
ის დღე არი და ის დღეა, რუსს საქართველო სჭერია..."

გია2012-01-29 01:05:24
25 თებერვალი (კოლაუ ნადირაძე)

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
გულღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი -
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი
დაცხრა კოჯორი და ტახმელა
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს -
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად, ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად, გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი

გია2012-01-29 01:41:07
(ილია ჭავჭავაძე)

ჩვენ უჩინონი,
ჩვენ უჩინონი
თქვენ ჩინიანთა, ბუზად გგონივართ…
იქიდამ ვკნავით,
სად თქვენის მადლით
ხაფანგებ ქვეშე დამწყვდეული ვართ.

ჩვენ ვვლეთ რუსეთი,
მაგრამ არც ერთი
ხელობა თქვენი არ გვისწავლია;
ჩვენი ქვეყანა,
მკვდარი თქვენგანა,
თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია.

ნიანია2012-01-29 08:39:38
ციმბირის გზებზე


ჩალით დახურულ რუსეთს სალამი!

სისხლიანი რომ ამკობს ალამი!

მე სტოლიპინის რონოდით მოვვლე

ბნელი რუსეთი...ვრცელი რუსეთი,

და ყველგან შევხვდი ქედმოხრილ მონებს

და ყცელგან დამხვდა ბრმა ბურუსეთი,

მომწყვიტეს მშობელ მთებს და ტრამალებს

და ჟანგიანი ხელთ მომცეს ბარი,

რომ თვით გავთხარო ჩემი სამარე!

კაცი ჩალად ღირს, სიცოცხლე გროშად,

ყველგან ჯალათის ელვარებს დანა,

აქ ყოვლისშემძლე ატომის დროში

ჯერ კიდევ მეფობს ბრინჯაობს ხანა....

და მაინც გულში ღვივის იმედი,

თუმც მწუხრი ჰმოსავს მიწას და ზეცას

და მეც რა მეთქმის იმისი მეტი-

"ამ ბორკილებით ვამაკობ დგესაც"!

ნიანია2012-01-29 08:48:34
*ვამაყობ

ამ ლექსის დამწერი პოეტი სასწაულად გადაურჩა დახვრეტას, რუსულ რეპრესიებს. იგი გამოირჩეოდა თავისი ლექსებით რომელშიც რუსეთის აგრესიას ებრდძოდა . I LOVE!!!!!!!

ვაჟა2012-01-29 12:09:47
ყოჩაღ,ზურაბ! დიდი მადლობა! როგორც იქნა, წავიკითხე ამ საიტზე ჭკვიანური სტატია!

თამაზი2012-01-29 12:32:16
ვინმემ ივანაშვილს და მის იმათ წააკითხოს...

გარინჩა2012-01-29 13:17:54
აბა, გამოვარდით ახლა რუსეთის თავგადაკლული მეხოტბეები და დადეთ, ასე ვთქვათ, ანტი-ლექსები, რომლებშიც ჩვენგან და ხსენებული ერების მიერ "უწყინარი, ერთმორწმუნე და უპატიოსნესი" რუსების ჩაგვრა-ტანჯვის ფაქტებს მოყვანდა პოეზიის ენით. ღმერთო, შენ მოიყვანე გონზე ყველა უგუნური ქართველი!

დავითი2012-01-29 13:17:57
და "რაღაც"კვლავ მტკიცებას დაიწყებს ძმობაზე და...

დრონი.ჯი.-ს რედაქტორ2012-01-29 15:32:52
დიდ მადლობას მოგახსენებთ გამოხმაურებისთვის. ჩვენ ყურადღებით ვეცნობით თქვენს მიერ მოწოდებულ ყველა ლექსს, რომელთაგან უმრავლესობას ჩავრთავთ კიდეც ამ რუბრიკის მომდევნო სტატიებში.

ისტორიკოსი2012-01-29 15:59:34
ნიანიას!
თუ თქვენთვის ცნობილია და საიდუმლო არ არის, იქნებ გაგვიმხილოთ ლექსის ავტორის ვინაობა?

ზურაბ2012-01-29 16:33:59
გაიხარე, პოეზიის ფანო!
მართლაც პატრიოტი რუსის დაწერილია.

2012-01-29 22:49:37
დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეის მოწოდებისთვის,იმედია ასეთი პატრიოტული სტრიქონების წაკითხვის შემდეგ მაინც ჩაფიქრდება თუნდაც ერთი რუსეთუმე,იოტისოდენად მაინც შეერხევა ქართული ძარღვი და ოდნავ გაუღვივდება საგულდაგულოდ ამოშანთული მამულიშვილობა.

გგგ2012-01-31 16:28:40
გარდავლენ

გგგ2012-01-31 16:34:08
დამეხსენი ჩრდილოელო რა მაქვს შენთან საზიარო
თვით ოხერო მოუვლელო როგორ უნდა მომიარო.

ზორო2012-02-01 20:33:30
დამპყრობელ მასონ-სიონისტ-ამერიკელს რუსი დამპყრობელი 1000ჯერ გვერცჰივნოს ხალხო

აშშ-ზე სიგიჟემდე შეყ2012-02-02 14:14:24
პრორუსებო გიძღვნით სალამს
გიგზავნით ჩემს ბალა - ყანას
მშვიდობაში, გაცვეთაში
მოგეხმაროთ ტრაქის წამლად!

აშშ-ზე სიგიჟემდე შეყ2012-02-02 14:14:29
პრორუსებო გიძღვნით სალამს
გიგზავნით ჩემს ბალა - ყანას
მშვიდობაში, გაცვეთაში
მოგეხმაროთ ტრაქის წამლად!

აშშ-ზე სიგიჟემდე შეყ2012-02-02 14:14:33
პრორუსებო გიძღვნით სალამს
გიგზავნით ჩემს ბალა - ყანას
მშვიდობაში, გაცვეთაში
მოგეხმაროთ ტრაქის წამლად!

აშშ-ზე სიგიჟემდე შეყ2012-02-02 14:14:38
პრორუსებო გიძღვნით სალამს
გიგზავნით ჩემს ბალა - ყანას
მშვიდობაში, გაცვეთაში
მოგეხმაროთ ტრაქის წამლად!

აშშ-ზე სიგიჟემდე შეყ2012-02-02 14:14:41
პრორუსებო გიძღვნით სალამს
გიგზავნით ჩემს ბალა - ყანას
მშვიდობაში, გაცვეთაში
მოგეხმაროთ ტრაქის წამლად!

აშშ-ზე სიგიჟემდე შეყ2012-02-02 14:14:45
პრორუსებო გიძღვნით სალამს
გიგზავნით ჩემს ბალა - ყანას
მშვიდობაში, გაცვეთაში
მოგეხმაროთ ტრაქის წამლად!

აშშ-ზე სიგიჟემდე შეყ2012-02-02 14:14:49
პრორუსებო გიძღვნით სალამს
გიგზავნით ჩემს ბალა - ყანას
მშვიდობაში, გაცვეთაში
მოგეხმაროთ ტრაქის წამლად!

აშშ-ზე სიგიჟემდე შეყ2012-02-02 14:14:53
პრორუსებო გიძღვნით სალამს
გიგზავნით ჩემს ბალა - ყანას
მშვიდობაში, გაცვეთაში
მოგეხმაროთ ტრაქის წამლად!

აშშ-ზე სიგიჟემდე შეყ2012-02-02 14:14:57
პრორუსებო გიძღვნით სალამს
გიგზავნით ჩემს ბალა - ყანას
მშვიდობაში, გაცვეთაში
მოგეხმაროთ ტრაქის წამლად!

აშშ-ზე სიგიჟემდე შეყ2012-02-02 14:15:02
პრორუსებო გიძღვნით სალამს
გიგზავნით ჩემს ბალა - ყანას
მშვიდობაში, გაცვეთაში
მოგეხმაროთ ტრაქის წამლად!

ნეიტრალი2012-02-23 10:20:46
კოლაუ ნადირაძის პოეზია ამ ერთი ლქსით აიწონება.ეს არის შედევრი!რამდენჯერაც უნდა წავიკითხო სულ ჟრუანტელი მივლის ტანში ,თვალებსე ცრემლი მომდის...

ნეიტრალი2012-02-23 10:22:56
ნიანია ვინ არის ,,ციმბირის გზებზე'ლექსის დამწერი?

@2012-10-29 16:52:20
თქვე ჩეMIსEბო 20 წელი სად იყავით! რუსეთს 300 წელია თავისი აგენტურა ჩAთEსლილი ყავს ევროპაში და ის დღესაც მუშაობს,საქართველოზე ხო ხვდებით რა იქნება.
ისე რუსეთს რაში ჭირდება აგენტურა როცა 70% საქართველოში სულით გამYიდველია!
98 წლიდან რუსეთში გაიტანეს მათთვის საჭირო აგენტურის მონაცემები და ისინი დღესაც დასაქმებული ყავთ.
ნაცებმა ეს იცოდენ და მათ ყველა 50 წელს გადაცილებული ჩამოაცილეს მართველ საქმიანობას,რათქმაუნდა ეს მტკივნეულია ,მიზეზი კი ისაა, რომ ბევრი უდანაშაულოც მოყვა ამ წმენდაში.
პოლონეთმა თავი გაართვა ამ შოკურ თერაპიას და ევრო კავშირში დაიმკვიდრა თავისი ადგილი,საქართველომ ეს ვერ შეძლო მიზეზი იყო,რომ ვერ მიიყვანეს ბოლომდე წმენდა და შედეგი დღეს მოიმკეს.
აწი ყველაპერი დამოკიდებულია ამერიკაზე,საქართველომ ჩაისვარა.

ლივერპული2012-10-30 20:44:42
მზად ვარ პირადად ვიტვირთო სრული პასუხისმგებლობა „presa.ge“-ს, ყველა სტატიაზე, ნიუსსა თუ სიუჟეტზე.
პატივისცემით „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორი, გ

ლივერპული2012-10-30 20:45:07
მზად ვარ პირადად ვიტვირთო სრული პასუხისმგებლობა „presa.ge“-ს, ყველა სტატიაზე, ნიუსსა თუ სიუჟეტზე.
პატივისცემით „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორი, გიორგ

ლივერპული2012-10-30 20:45:19
მზად ვარ პირადად ვიტვირთო სრული პასუხისმგებლობა „presa.ge“-ს, ყველა სტატიაზე, ნიუსსა თუ სიუჟეტზე.
პატივისცემით „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორი, გიორგი კAპანაძე...


რისთვის ხარ მზად? ზალიკოს კარიკატურებზეც მზად ხარ პასუხი გასცე? სადაც ეკატერინე ხვედელიძის
თვალებზე იყო ხოლმე გამახვილებული ყურადღება.

ლივერპული2012-10-30 20:46:09
მზად ვარ პირადად ვიტვირთო სრული პასუხისმგებლობა „presa.ge“-ს, ყველა სტატიაზე, ნიუსსა თუ სიუჟეტზე.
პატივისცემით „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორი, გიორგი კAპანაძე...


რისთვის ხარ მზად? ზალიკოს კარიკატურებზეც მზად ხარ პასუხი გასცე? სადაც ეკატერინე ხვედელიძის
თვალებზე იყო ხოლმე გამახვილებული ყურადღება. ადამიანს სადაც ტკივა იმ ,მაზოლზე' ფეხის დაჭერა რომ ბOზUრია,არ გაგიგია? ბიძინაზე კი ბატონო,გეხატათ კარიკატურები,ვერავინ პრეტენზიას ვერ წაგიYენებთ,მაგრამ ოჯახის წევრებს რატომ ეხებოდით? დამისახელე ბიძინას მხარდამჭერი ერთი საიტი,სადაც სანდრა ან ბავშვები უდიერად იყვნენ მოხსენიებული ან დახატული და გავჩუმდები.

ლივერპული2012-10-30 20:46:43
თქვენ არავინ შეგეხებათ როგორც მე ვიცი,მაგრამ ზალიკოს დუმებში ტYვNა ათი თვის წინ ვიწინასწარმეტყველე და მოვიდა კიდეც აღსრულების დრო.წრიპასთან შეაგდებენ კამერაში და დანარჩენი კარაქიანი პურივით წავა.არ ინერვიულო,თვითონაც მოეწონება.შესაძლოა პირველი არც იყოს,ისეთი წუპAკი სიფAთი აქვს.

ლივერპული2012-10-30 20:47:38
გავჩუმდები.თქვენ არავინ შეგეხებათ როგორც მე ვიცი,მაგრამ ზალიკოს დუმებში ტYვNა ათი თვის წინ ვიწინასწარმეტყველე და მო

make money online2013-09-13 07:52:10
4ddqAl Awesome article post. Will read on...

crorkservice2014-07-18 14:33:25
9L9jqG Very informative blog post. Will read on...

crork work2015-03-07 13:13:21
PxKGbC This is really interesting, You're a very skilled blogger. I've joined your rss feed and look forward to seeking more of your excellent post. Also, I've shared your site in my social networks!

matt crorkzz2015-08-04 19:45:44
xp8bxJ I really liked your blog article.Really looking forward to read more. Really Cool.

crork service2015-10-16 02:58:31
ddvya6 Awesome blog article.Really looking forward to read more. Will read on...

fiverr seo2015-10-18 12:55:21
IwPVJA A big thank you for your blog article.Thanks Again. Really Great.

fiverr cocoservice2016-03-01 04:00:37
naGUOa Looking forward to reading more. Great blog article.Much thanks again. Really Cool.

coco service fiverr2016-03-31 19:20:05
BnLuBL This is really interesting, You are a very skilled blogger. I have joined your feed and look forward to seeking more of your excellent post. Also, I ave shared your website in my social networks!

photo editor2016-04-06 15:30:32
9iro1V You made some good points there. I looked on the internet for the subject matter and found most persons will agree with your site.

porn videos2016-05-14 05:00:17
I truly appreciate this post. I ave been looking all over for this! Thank God I found it on Google. You have made my day! Thank you again..

porn videos2016-05-16 17:48:55
Etmjs1 kind of pattern is usually seen in Outlet Gucci series. A good example is the best.

funny videos2016-07-05 23:11:03
zrqJ5Q It as actually very complex in this busy life to listen news on TV, thus I just use web for that reason, and take the hottest news.

pron master2016-08-04 10:50:30
vvfBTJ Very neat blog.Really thank you! Really Cool.

huba buba2016-10-11 05:22:25
sON7jK onto a friend who was conducting a little homework on this.

huba suba2016-11-27 02:59:54
Fe5Mxt time we grabbed a W without a key Injury. That will be a huge blow for the

Visit Your URL2017-02-01 09:55:20
SqzzEB Respect to op, some fantastic information.

come here2017-03-05 00:27:00
H29vDT Thank you ever so for you blog post.Really looking forward to read more. Want more.

Randi2017-03-17 14:47:34
Jag gör – vis av erfarenhet – precis pÃ¥ samma sätt. Det är pÃ¥ grund av russinen i klimparna man ötehruvudvaget äter köttsoppa. Klimp utan russin är som Dallas utan JR. Menlöst.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი