სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სადალსკი: თუ რუსეთს კორუფციის დამარცხება სურს, იქ მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩაიყვანოს...

ცნობილი რუსი მსახიობის, სტანისლავ სადალსკის შემოქმედებითი საღამო კაჭრეთში მდებარე სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართა. უამინდობისა და მოყინული გზების მიუხედავად, რუსული კინოსა და თეატრის მსახიობის სანახავად კაჭრეთში არაერთი ადამიანი ჩავიდა.

შემოქმედებით საღამოზე მსახიობმა საქართველოსადმი სიყვარულზე, სამსახიობო კარიერის დასაწყისზე, როლებსა და პედაგოგებზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა სტანისლავ სადალსკის საქართველოს მოქალაქეობა 2007 წელს მიანიჭა. როგორც რუსმა მსახიობმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მასზე ბევრი განაწყენდა; როგორც მსახიობისთვის, ბევრი კარი დაიხურა, ფილმებსა და ტელესპექტაკლებში თითქმის აღარ იღებენ. მოსკოვიდან, სადალსკისთან ერთად, ორი მსახიობი ქალიც ჩამოვიდა, რომლებმაც კაჭრეთში შეკრებილი საზოგადოებისთვის იმღერეს.

შემოქმედებითი საღამოს დასასრულს, სტანისლავ სადალსკიმ სტუმრები ქართულ ღვინოზე, მწვადებსა და ევროპულად მოწყობილ ფურშეტზე მიიწვია.

ცნობისთვის, სადალსკი თბილისში გუშინ ჩამოვიდა, დღეს კი იგი ქართველ ჟურნალისტებსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. მასახიობი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც შეეხო და განაცხადა, რომ დიდმა რუსეთმა პატარა საქართველოს ბევრ რამეში უნდა მობაძოს: „მაგრამ თუ რუსეთს კორუფციის დამარცხება სურს, მაშინ იქ აუცილებლად უნდა ჩაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი“, - დაამატა სტანისლავ სადალსკიმ.

გამოყენებულია "ჯეონიუსის" ინფორმაცია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100