სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოდერძი ჩოხელი დღეს 75 წლის გახდებოდა

დღეს, 2 ოქტომბერს, ქართველ მწერალს, სცენარისტსა და კინორეჟისორს, გოდერძი ჩოხელს 57 წელი შეუსრულდებოდა.

გოდერძი ჩოხელი 1954 წელს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. პირველი მცირემეტრაჟიანი ფილმი 1978 წელს გადაიღო.

გოდერძი ჩოხელის კალამს ეკუთვნის "ბინდისფერი ხეობა", "ადამიანთა ხევდა", "მგელი", "თევზის წერილები", "მღვდლის ცოდვა", "შემინახე, დედაო მიწავ", "ბალახის ცხოვრება". იგი ისეთი ფილმების ავტორია, რომლებიც ძალიან უყვარს ქართველ თუ უცხოელ მაყურებელს. გოდერძი ჩოხელის წარმატებულ ფილმებს შორისაა "აღდგომა", "ადამიანთა სევდა", "აღდგომის ბატკანი", "ცოდვის შვილები", "სამოთხის გვრიტები", "ლუკას სახარება" და "მიჯაჭვული რაინდები".
გოდერძი ჩოხელი უამრავი პრიზისა და ჯილდოს მფლობელია. ქართველმა ხელოვანმა 1982 წელს ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმისთვის "აღდგომა" გრან-პრი მიიღო. 1991 წელს მონტე-კარლოს კინოფესტივალზე ფილმისათვის "ცოდვის შვილები "ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი დაიმსახურა. 1991 წელს გადაეცა იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი. 1992 წელს თბილისის "ოქროს არწივის" ფესტივალზე პრიზები საუკეთესო სცენარისთვის და საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო.

ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" 1997 წელს ფილმისთვის "სამოთხის გვრიტები" გრან პრის მფლობელი გახდა. 1998 წელს იმავე ფესტივალზე ფილმისათვის "ლუკას სახარება პრიზი საუკეთესო სცენარისათვის მიიღო.

გოდერძი ჩოხელს საქართველოს სახელმწიფო პრემია ფილმისთვის "ცოდვის შვილები" 1991 წელს გადაეცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100