მათეუშ პენიონჟეკის შემოქმედებითი საღამო

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 13 ოქტომბერს 17:00 საათზე ასოციაცია „Georgia for Friends’’-ის ეგიდით გაიმართება პოლონელი თანამედროვე მწერლის, პოეტისა და კომპოზიტორის მათეუშ პენიონჟეკის შემოქმედებითი საღამო.

მათეუშ პენიონჟეკი დაიბადა 1952 წელს, იგი ცნობილი პოლონელი მწერალი, პოეტი და კომპოზიტორია. მას 20-ზე მეტი პოეტური კრებული და 15-მდე საბავშვო წიგნი აქვს გამოცემული. მისი წიგნები ნათარგმნია ლიტვურ, უკრაინულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე. იგი ქმნის მუსიკასა და საგალობლებს. გარდა ამისა მათეუში არის მაჩეი მალეცკის კანტატის „გაზაფხული-ზაფხულის“ლიბრეტოს ავტორი.

ასოციაცია „Georgia for Friends’’-ი 2011 წელს დაარსდა და განხორცილებული აქვს პროექტები როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მასშტაბით. ამჟამად ასოციაცია მასპინძლობს მათეუშ პენიონჟეკს და ხელს უწყობს საქრთველოსა და პოლონეთს შორის კულტურულ თანამშრომლობას. შემოქმედებით საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მუსიკოსები და პოეტები.

თარიღი: 13. 10.2017
დრო: 17:00 საათი
მისამართი: თბილისი, დ. ბაქრაძის ქუჩა N10
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
(+995) 557 59 38 10 ნინო ბარნოვი
თბილისის მუზეუმების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

კომენტარი