საქართველო ოსკარზე ანა ურუშაძის "საშიშ დედას" წარადგენს

Hollywood reporter „ოსკარისუცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში საქართველოს მიერ წარდგენილ ქართულ ფილმს - „საშიში დედავრცელ სტატიას უძღვნის.

ცნობილი გამოცემა ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარს ამბიციურ დებიუტს უწოდებს და აღნიშნავს რომ მოპოვებული საერთაშორისო აღიარების შემდეგ, 4 ფილმს შორის საქართველომ შიდა კონკურსის საფუძველზე „ოსკარზე“ წარსადგენად სწორედ ეს ფილმი გამოარჩია. Hollywood reporter ასევე აღნიშნავს, რომ ფილმის რეჟისორი ანა ურუშაძე ასევე ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ზაზა ურუშაძის შვილია, რეჟისორის, რომლის ქართულ-ესტონური ფილმი „მანდარინები“ ესტონეთის მხრიდან ასევე, „ოსკარის“ ნომინანტი ფილმია.

სტატიაში ასევე მოთხრობილია ფილმის შინაარსი. ნათქვამია, რომ ფილმში ფსიქოლოგიურ დრამასა და ტრილერში მთავარ როლს მსახიობი ნატო მურვანიძე თამაშობს, რომელიც შუახნის მწერალი ქალის როლს ასრულებს. სტატიაშია ასევე აღნიშნულია, რომ სარაევოსა და სანდენსის ფესტივალების შემდეგ, ფილმი „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ იბრძოლებს.

კომენტარი