"კლიპი ორი სულით ახლობელ ადამიანზე"- დავით კორინთელისა და ქეთი ქიტიაშვილის ახალი კლიპი

დავით კორინთელისა და ქეთი ქიტიაშვილის დუეტი და ახალი კლიპი.

კლიპი ორი სულით ახლობელ ადამიანზეა, რომელიც ყველა ჩვენთაგანს ყავს სადღაც შორს თუ ახლოს და რომლებმაც ერთმანეთის შესახებ არაფერი იციან,თუმცა მათი გზები შეიძლება ძალიან ხშირად იკვეთებოდეს ისე რომ ისინი ერთმანეთს ვერ ამჩნევდნენ.საბოლოოდ პოულობენ ერთმანეთს და განაგრძობენ გზას ერთად. ცხოვრება გრძელდება ახალი ემოციებითა და შეგრძნებებით! სიმღერა და კლიპიც სწორედ იმ ადამიანებზეა რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა იმედს არ კარგავენ და განაგრძობენ გზას წინ ახალი შემართებით.

„ვოისის მესამე სეზონზე რინგზე კონკურენტები ვიყავით მე და ქეთი,პროექტის შემდეგ ჩვენი მეგობრობა რათქმაუნდა გაგრძელდა და სურვილი გვქონდა ჩვენი მსმენელისათვის რაიმე ახალი შეგვეთავაზებინა ისევ დუეტით. სიმღერა და ტექსტი ჩემი დაწერილია. ვიდეო კლიპი გადაიღო CHCHX productions-მა.ჩვენს მსმენელს კიდევ ბევრ სიახლეს ვპირდებით ,,,ცხოვრება გრძელდება ახალი შეგრძნებებით!

“- აღნიშნა ჩვენთან საუბარში დავით კორინთელმა

კომენტარი