მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ბლოგები
ლი­ბე­რა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
ახლა კითხულობენ

„ჩვენ ვერ გვიტანენ მხოლოდ სომხები, დანარჩენებს კი ყ**ზე ვკიდივართ“...  

გამონათქვამები ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებიდან "იგი"  

ხალხური რეწვის ოსტატების განახლებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა  

ლექსი, რომელშიც ყველა თავის საყვარელ მოხუცს ამოიცნობს  

რაპუნცელის ქორწილი  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

„თეგეტა მოტორსი“ ,,HUNTER”-ის ბრენდის ექსკლუზიური დილერი გახდა საქართველოში 

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 
"შენ გტანჯავს ვნებების სიცხე და სიცხადე"- ეს ლექსი ვნებისგან შეგშლით
ფოტოს სრულად სანახავად დააკლიკეთ ფოტოზე
ბაკურ სვანიძე
17:52 05.04.2017

შენ გხიბლავს ვნებათა სიცხე და სიცხადე
სურვილის გამხელა და გათამამება
გინდა რომ უტკბილეს ტკივილებს იტანდე
და მერე უსაზღვროდ გაგრძელდეს წამება
.
სასტიკად დასცინი ზეციურ ზმანებებს
გიზიდავს გრძნობების ხეთქება მიწაზე
შენ მხოლოდ თვალების მიბნედვას დაეძებ
და მარტო სიშმაგით გათანგვა გიტაცებს
.
არ გინდა გიყვარდე და მაინც განიცდი
სახეს და ტკივილებს – უგონოდ გალეშილს
მე გათენებამდე არავინ დამიცდის
ამიტომ ვნებებსაც მოვახრჩობ ღამეში
.
უკვე ვერაფერი მე ვეღარ მიშველის
შენ ახლაც ცხოველურ ინსტინქტებს აქეზებ
ვაგროვებ დამთვრალი ტუჩების სისველეს
დაბინდულ წამწამებს ვიწებებ ბაგეზე
.
შენ გინდა რომ ჩემი სხეულის სითბოთი
ჩავახშო მხურვალე სხეულის ამბოხი
ვიცი და აქამდეც ყოველთვის ვიცოდი
დამტოვებ უაზროდ აშლილს და დაბოღმილს
.
ვსუნთქავდი მკერდიდან ავარდნილ ოხშივარს
ახლა კი სუნთქვასაც არავინ დამაცლის
ვიცი რომ შენია სუყველა კოზირი
და მაინც – ბოლომდე მოგყვები თამაშში
.
ორივე წუთიერ სიგიჟეს ავყევით
თითებში ლამაზი სიბილწე იბუდებს
ტუჩებსაც – კბილებით უხეშად დაკბენილს
ვერავინ დაარქმევს ვნებათა სიმრუდეს...
.
ახლა ის დრო არის ავდგე და წავიდე
ნელდება ცეცხლი და შენს თავზე ბრაზდები
მარტოდ დარჩენილი მოკრებას დაიწყებ
თოვლში ჩაკარგული ამაყი აზრების...
.
ჩვენ ვნების შანთებსაც თეთრ თოვლთან წავაწყდით
ქვაზე იხატება დადნობა სხეულის
შენ ისევ ჯიუტად არ გინდა დამარცხდე
მე კი გამარჯვება არა მსურს ეული!
.
ფეხებთან დაგიყრი დაუცლელ სურვილებს
მზერასაც ამოვგლეჯ – შენს ხორცზე დაჭედილს...
შენია – გიტოვებ ოცნებებს უტკბილესს –
გათელე... ჩაფერფლე... დაწვი და... გაჩერდი!!!
............
შენ გტანჯავს ვნებების სიცხე და სიცხადე...

1997

(ბაკურ სვანიძე. "ვნების ჯამბაზი")

კომენტარი     ბეჭდვა  

Mr. სვიტ ჩეპი2017-04-05 18:10:21
.
შეშლის და ჭკუაზე Gადა$Vლის, რა მოGახსENოთ, Mდაბიო ლექსია, რაცხა ზღმUრტლი აცაბაცა, უნიჭო...

და კიდEვ, ავტორს BOზI, თუ Pუტანკა HYავს შEYვAრEბული...



ისტე AKვარიუმში რას ჭYუმPალაობEნ, Mაი ვრ მივხვდი... MოუხEრხებელია, ტოო!
.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი