მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
ყველაზე კითხვადი სტატია
სარეკლამო ადგილი - 5
200 x 120
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ბლოგები
მინ­და ყვე­ლა ჩე­მი სი­სუ­ლე­ლის ამა­ყი ავ­ტო­რი ვი­ყო…­და არა უბ­რა­ლოდ ავ­ტო­რი….
ახლა კითხულობენ

ეთნო დიზაინი და თანამედროვე საავტორო მუსიკა ბათუმში  

21-ე საუკუნის 15 ყველაზე ემოციური და მგრძნობიარე ფილმი  

ტრენინგში მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ  

"არ წახვიდე ჩემგან" - გიორგი ერგემლიძის ახალი სიმღერა და კლიპი  

თანამედროვე ნამუშევრები აჭარის მაღალმთიანეთში  
სარეკლამო ადგილი - 7
200 x 120

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში 

2017 წლის კია ნირო გინესის რეკორდსმენია, როგორც ყველაზე ნაკლები საწვავის მოხმარების მქონე ჰიბრიდული მანქანა 

საახალწლო შეთავაზება პრემიუმ აღჭურვის სპორტიჯზე 
სარეკლამო ადგილი - 8
200 x 336
სარეკლამო ადგილი - 12
200 x 120
ბათუმში მონოპიესების ფესტივალი გაიმართება
10:45 06.09.2016
6 სექტემბერს ბათუმში მონოპიესების ფესტივალი თანამედროვე ქართველი რეჟისორისა და დრამატურგის, პაატა ციკოლიას ნამუშევრით "მე მქვია ლალი“ გაიხსნება.

პროექტის ფარგლებში სულ წარმოდგენილი იქნება 7 მონო სპექტაკლი. თითოეულ პიესაზე საქართველოს მასშტაბით შერჩეული დრამატურგები რეჟისორებთან და მსახიობებთან ერთად 10 დღის განმავლობაში მუშაობდნენ. საპრემიერო ჩვენებები 6-9 სექტემბერს სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

წარმოდგენებისათვის გამოყენებულია არა მხოლოდ ტრადიციული თეატრალური დარბაზები, არამედ ალტერნატიული სივრცეები, მონო პიესების შინაარსობრივი და ჟანრობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე დრამატურგიის განვითარებას, ასევე შემოქმედთა ახალი თაობის პროფესიულ ზრდას, საშემსრულებლო ხელოვნებისადმი საზოგადოების ინტერესის გაღრმავებას.

პროექტის ფარგლებში გამოიცემა მონო პიესების კრებული, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის საზოგადოების ყურადღებას აღნიშნული მიმართულებით, ასევე ხელს შეუწყობს თანამედროვე დრამატურგების შემოქმედებითი პროდუქტის პოპულარიზაციას.

მონო პიესების ფესტივალი ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მონოსპექტაკლების წარმოდგენის პროგრამა

"მე მქვია ლალი"
▸ რეჟისორი და დრამატურგი - პაატა ციკოლია
▸ მსახიობი - მეგი კობალაძე▸ თარიღი - 6 სექტემბერი
▸ ადგილი - საზაფხულო თეატრი
▸ დრო - 22:00 სთ.



"პატარა"
▸ დრამატურგი - ალექს ჩიღვინაძე
▸ რეჟისორი - თემურ კუპრავა
▸ მსახიობი - სოფი ჩალაშვილი
▸ თარიღი - 7 სექტემბერი
▸ ადგილი - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი(მემედ აბაშიძის #49)
▸ დრო - 20:30 სთ.



"ჰალუცინაცია"
▸ დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი - გეგა გაგნიძე
▸ თარიღი - 7 სექტემბერი
▸ ადგილი - ‘BK’(მემედ აბაშიძის #6)
▸ დრო - 22:00 სთ.



"ხეების გამტყავებელი სანადიროდ მიდის"
▸ დრამატურგი - ლია ლიქოკელი
▸ რეჟისორი - ნინო შოთაძე
▸ მსახიობი - მარინა ბურდული
▸ თარიღი - 8 სექტემბერი
▸ ადგილი - ახალი სცენა(მელაშვილის #32)
▸ დრო - 20:00 სთ.



"სადღეგრძელო"
▸ დრამატურგი - ზურაბ პაპიაშვილი
▸ რეჟისორი - ირაკლი გურგენიძე
▸ მსახიობი - დავით წერეთელი
▸ თარიღი - 8 სექტემბერი
▸ ადგილი - ლიტერატურული კაფე
▸ დრო - 21:30 სთ.



" ჩემი მეგობარი ჰაშიში"
▸ დრამატურგი - ირაკლი კაკაბაძე
▸ რეჟისორი - ირაკლი გოგია
▸ მსახიობი - გიორგი ცხადაძე
▸ თარიღი - 9 სექტემბერი
▸ ადგილი - თავისუფალი სივრცე(ზ. გამსახურდიას #6)
▸ დრო - 20:30 სთ.



"წრეზე"▸ დრამატურგი - ნატალია ბლოკი
▸ რეჟისორი - ტურალ ვაგიფოღლუ
▸ მსახიობი - ნინო ციმაკურიძე
▸ თარიღი - 9 სექტემბერი
▸ მისამართი - მაზნიაშვილის #47
▸ დრო - 22:00 სთ.


ყველა სპექტაკლზე დასწრებათავისუფალია

კომენტარი     ბეჭდვა  

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი