სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერმიტაჟში ჯორჯონეს „შტორმი“ გამოფინეს

ერმიტაჟში ჯორჯონეს „შტორმი“ გამოიფინა. აღნიშნული ნამუშევარი რენესანსის პერიოდის ერთ-ერთ შედევრად ითვლება.

აღნიშნულმა სურათმა იტალია მხოლოდ მეორედ დატოვა. მის სანაცვლოდ, ერმიტაჟი იტალიის ხელოვნების აკადემიის გალერეაში, ერმიტაჟიდან ლორენცო ლოტოს, „ოჯახური პორტრეტი“ და „მადონა დელა გრაცია“ გამოიფინება. „შტორმის“ ნახვა 7 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი.

ჯორჯონემ „შტორმი“ 1505-1508 წლებში შექმნა. ნამუშევარი იმით არის ცნობილი, რომ იგი ერთ-ერთი პირველი პეიზაჟია ხელოვნების ისტორიაში. სპეციალისტები, რომლებიც ჯორჯონეს სიმბოლოების გაშიფვრას დიდი ხანია ცდილობენ, სხვადასხვა აზრისანი არიან. ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ნახატზე ბიბლიური ეგვიპტიდან გაქცევაა გამოსახული, ნაწილი ამბობს, რომ ეს არის მითოლოგიური ნამუშევარი, რომელიც პარისსა და ენონს ასახავს. არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ნახატზე გამოსახულია ედემი, ადამთან და ევასთან ერთად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100