სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი და ლიტველი მხატვრების მონაწილეობით, ბათუმში საერთაშორისო პლენერი „მეგობრობის პალიტრა“ მიმდინარეობს

პლენერის მიზანია მხატვრების გამოცდილების გაზიარება და შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა.

პროექტის მიხედვით ლიტველი მხატვრები ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის სტუდენტებს ჩაუტარებენ მასტერკლასებს. ასევე, მოეწყობა საერთაშორისო გაცვლითი პლენერები საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

ქართველი და ლიტველი მხატვრების მიერ პლენერზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა 23 ივნისს ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლაში გაიმართება.

პროექტი ხორციელდება აჭარის ა.რ განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში. პლენერის ორგანიზატორია საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100