სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიტერატურული კონკურსი „საბა“-2016 დაიწყო წელს „საბა“ ბევრი სიახლით იქნება გამორჩეული

თბილისი, 26 იანვარი, 2016 - თიბისი ბანკმალიტერატურულ კონკურს „საბას“ დაწყება გამოაცხადა.წლევანდელი, რიგით მე-14 „საბა“ ბევრი სიახლით იქნება გამორჩეული - ათის ნაცვლად, თორმეტი გამარჯვებული, ავტორიტეტული ლიტერატორებისგან შემდგარიმრჩეველთა საბჭო, ფართო საზოგადოების ჩართულობა კონკურსის მსვლელობისას - ეს ის ცვლილებებია, რომლებიც 2016 წლის „საბას“ კიდევ უფრო საინტერესოს და პრესტიჟულს გახდის.

კონკურსზე წიგნების წარდგენა დღეიდან უკვე შეუძლიათ ავტორებსა და გამომცემლებს. საკონკურსო განაცხადების ელექტრონულად შევსება შესაძლებელია ვებგვერდზე saba.com.ge. განაცხადების მიღება 12 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვასშეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.

წელს, „საბას“ კონკურსზე, არაერთი სიახლეა:

კონკურსს ყავს მრჩეველთა საბჭო. მასში, პრემიის დამფუძნებლის და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლის გარდა, შედიან „საბას“ პრემიის ლაურეატები ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ - ლიტერატორი, პროფესორი ზურაბ კიკნაძე; პოეტი, ლიტერატორი ვახტანგ ჯავახაძე და მთარგმნელი, პოეტი დავით წერედიანი. სწორედ მრჩეველთა საბჭო შეარჩევს „საბას“წლევანდელ ჟიურის, რომლის ვინაობაც, ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონიაზე გაცხადდება.

წელს პირველად, „საბას“ ერთ-ერთ გამარჯვებულს მკითხველები გამოავლენენ. ლიტერატურისმოყვარული საზოგადოება გამარჯვებულის არჩევაში ივლისიდან ჩაერთვება, როდესაც ჟიური დაასახელებს კონკურსის ფინალისტებს, ყველა ნომინაციაში. მათგან ნომინაცია „საუკეთესო დებიუტი“ გატანილი იქნება საჯარო შერჩევაზე და მკითხველები თავისი რჩეული დებიუტანტებისთვის ხმის მიცემას 2 თვის განმავლობაში შეძლებენ „საბას“ ვებგვერდზე და ფბ გვერდზე.

მკითხველების მიერ არჩეული ლაურეატი, ჟიურის მიერ გამოვლენილ სხვა გამარჯვებულებთან ერთად, სექტემბერში დაჯილდოების ცერემონიაზე დაჯილდოვდება „საბას“ პრიზითა და ფულადი პრემიით. მნიშვნელოვანია, რომ ჟიური ტრადიციულად დაასახელებს თავის რჩეულს დებიუტის ნომინაციაშიც. შედეგად, წელს „საბას“ ორი გამარჯვებული დებიუტანტი ეყოლება - ჟიურის რჩეული და მკითხველის რჩეული.

კიდევ ერთი დამატებითი ლაურეატი და ახალი ნომინაცია „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“ - ასევე წლევანდელი “საბას“ სიახლეა!საუკეთესო ელექტრონული წიგნისათვის სპეციალური პრემია დააწესა „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლმა. ამ ნომინაციის გამარჯვებული, სხვა ლაურეატების მსგავსად, „საბას“ პრიზითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.

შესაბამისად, წელს საუკეთესო წიგნები და ავტორებიგამოვლინდებიანშემდეგ ნომინაციებში:

1. საუკეთესო რომანი

2. საუკეთესო პოეტური კრებული

3. საუკეთესო პროზაული კრებული

4. საუკეთესო პიესა

5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი

10. საუკეთესო ელექტრონული წიგნი

11. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილიგანსაკუთრებული წვლილი.

საკონკურსო წიგნების სია გამოქვეყნდება „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლშიsaba.com.ge, სადაც, კონკურსის მსვლელობის პარალელურად,განთავსდება საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები და საზოგადოებას საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს მათ.

ჟიური მუშაობას თებერვლიდან შეუდგება. ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, სექტემბერში კი 12 გამარჯვებული მიიღებს თიბისი ბანკისგან „საბას“ პრიზს და სოლიდურ ფულად პრემიებს. საპრემიო ფონდი, ორი დამატებითი ლაურეატის გამო, 8 ათასი ლარით გაიზარდა და წელს უკვე 52 ათასი ლარი შეადგინა.

პრემია „საბა“ 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ ცენტრმა.პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.

„საბას“ მედიაპარტნიორია ტელეკომპანია „იმედი“, რომლის ეთერშიც გადაიცემა „საბას“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სექტემბერში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100