სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰოლოკოსტის მემორიალი ფლორიდაში, სადაც ტკივილის ხელით შეხება შესაძლებელია მათთვის, ვინც გადარჩა

ეს ჰოლოკოსტის მემორიალია ფლორიდაში, სადაც ტკივილის ხელით შეხება შესაძლებელია მათთვის, ვინც გადარჩა!

ჰოლოკოსტის მემორიალი მდებარებს Miami Beach-ზე, ფლორიდაში. მოქანდაკე Kenneth Treister.

ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალების და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.

2005 წლის 1 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომაზე 27 იანვარი გამოცხადდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.

SHOAH - HD from Matty Brown on Vimeo.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100