სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

13 ივნისი, ეძღვნება ყველა დაზარალებულს

13 ივნისი
სიმშვიდეა შენს ირგვლივ და წვიმის წყება.
ყველაფერი... რათა კარგად იგრძნო თავი,
მაგრამ სხვაგან ვიღაც სიკვდილს ებძოლება
და ღამეა თავის თავზე უფრო შავი.
გათენდება, მერე თითქოს არაფერი,
მზე თვალებს ხრის დამნაშავე მოზარდივით,
სინდისი თუ შეაწუხებს ნეტავ ვერეს,
ძმათა მკვლელად კარს რომ იყო მოვარდნილი.
ვისთვის ბედმა მოამზადა რთული მახე
და თვალები შეერია მათი ნისლებს,
მკვდარი არა! მკვდარს ნურასდროს დაუძახებთ!
ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნისკენ გაფრენილებს!
მეტირება... მაგრამ ვინმემ ამიხსენით
ახლა მიწა ცრემლით როგორ დავასველო,
როცა მთელი საქართველო უდგას გვერდით,
ოცი შვილით მკლავებმოჭრილ საქართველოს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100